თავისი 73-წლიანი ისტორიის მანძილზე ლოკარნოს კინოფესტივალმა მსოფლიო კინოინდუსტრიაში უნიკალური ადგილი დაიკავა. ყოველ აგვისტოს, თერთმეტი დღის განმავლობაში შვეიცარიულ-იტალიური ქალაქი ლოკარნო, ევროპის შუაგულში, მსოფლიო კინოჩვენების დედაქალაქი ხდება.
ათასობით კინომოყვარული და ინდუსტრიის პროფესიონალი აქ ერთმანეთს ხვდება ყოველ ზაფხულს, რათა გაუზიარონ ერთმანეთს ახალი აღმოჩენებისა და ვნების წყურვილი კინოსთვის, მთელი თავისი მრავალფეროვნებით.
2021 წლის 11 აგვისტოს ფესტივალზე ელენე ნავერიანის ფილმის, „Wet Sand“-ის პრემიერა შედგა. ფილმის უჩვენებენ 12 და 13 აგვისტოსაც.
„სოფელი, რომელიც მდებარეობს საქართველოში, შავის ზღვის პირას, სავსეა მეგობრული ადამიანებით, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ კარგად იცნობენ ერთმანეთს. ერთ დღეს, ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ელიკო ჩამომხრჩვალი იპოვეს. მისი შვილიშვილი მოე ელიკოს დაკრძალვის ორგანიზებისთვის ჩამოდის სოფლად. ამ პროცესში იგი აწყდება ტყუილების ჯაჭვს და ტრაგიკული სიყვარულის დამალულ ისტორიას ელიკოსა და ამნონს შორის, რომელიც 22 წელი გრძელდებოდა. სწორედ აღმოჩენილი სიმართლე სძენს მოეს სიყვარულის უნარს“ – ვკითხულობთ ფილმის სინოფსისში.
„საქართველოში, იმ პატარა სოფელში, სადაც ტალღები არასოდეს წყვეტს ნაპირის რეცხვას, ერთ მშვენიერ დღეს სიყვარულმა იპოვა თავისი ადგილი, მიუხედავად ძალადობრივი ნაციონალისტური ღირებულებების, ტრადიციებისა და რელიგიისა, რომლებიც ხალხის ხმას აჩუმებს, ზღუდავს მათ თავისუფლებას და შლის ყველაფერს. WET SAND არის პატივი დავიწყებული ხალხისადმი, ეს არის ბრძოლა ფანატიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ და ეს არის გაძლიერების აქტი თაობებისთვის, რომლებიც იბრძვიან თავიანთი იდენტობისთვის და რომ მისცეს მათ ამბავი წარმოიდგინონ საკუთარი თავი მომავალში, საკუთარი ქვეყნებში, და მოუწოდონ საკუთარ თავს იცხოვრონ ისე, როგორც მათ სურთ იცხოვრონ და არასოდეს დათმონ ოცნებები “.- ამბობს ელენე ნავერიანი.