ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ში ყველაზე დიდი გენდერული ბარიერი მას შემდეგ დაირღვა, როცა ამერიკელ ქალებს მიეცათ შესაძლებლობა, აერჩიათ ნებისმიერი სამხედრო სამსახური, რომელზეც მანამდე შეზღუდვა ვრცელდებოდა. რამდენიმე დღის წინ კი აშშ-ს სპეციალურ საზღვაო სამხედრო დანაყოფს პირველი ქალი შეუერთდა.
სპეციალური შეიარაღებული ძალების სტანდარტული წესის გამო ქალის იდენტიფიცირება შეუძლებელია, თუმცა მან საზღვაო ფლოტის სპეციალური წვრთნების წარმატებით გავლით ბარიერები დაამსხვრია და დანაყოფში პირველი ქალის სტატუსიც მოიპოვა.
ჰიუ ვ. ჰოვარდ III-ის, აშშ-ს სპეციალური სამხედრო-საზღვაო დანაყოფის მეთაურის განცხადებით, „ქალების მიერ კურსის წარმატებით დასრულება განსაკუთრებული მიღწევაა.“ მისი განმარტებით, „ქალმა შეძლო იმ გონებრივი და ლიდერული თვისებების გამოვლენა, რომელიც ჩვენს დანაყოფში მოხვედრისთვისაა აუცილებელი.“
ქალი პროგრამის იმ 17 კურსდამთავრებულს შორისაა, რომლებიც პატარა, ფარულ და შეიარაღებულ ხომალდებს მართავენ, რომელთაც უდიდესი სიჩქარის განვითარება და დამოუკიდებლად ფუნქციონირებაც შეუძლიათ.