საქსტატი: საქართველოს უდიდესი საექსპორტო და საიმპორტო პარტნიორები ჩინეთი და თურქეთი არიან

საქსტატის წინასწარი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 8 121.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.9%-ით შემცირდა.

წყარო: საქსტატი

აქედან ექსპორტი 12.1%-ითაა შემცირებული და 2 403.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 15.9%-ით ნაკლებია და 5 717.6 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი არის ჩინეთი (355.3 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო მას მოსდევს აზერბაიჯანი (327.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (308.6 მლნ. აშშ დოლარი). ამასთან, 2019 წელთან შედარებით, ექსპორტი ყველაზე მეტად  სომხეთსა და რუსეთში დაეცა.

2020 წლის იანვარ-სექტემბერში მთელი ექსპორტის 22.5% სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა შეადგინა. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფები 541.7 მლნ. აშშ დოლარით პირველ ადგილზე ადგილზეა. მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები 304.2 მლნ. აშშ დოლარით იკავებს (მთლიანი ექსპორტის 12.7%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 180.3 მლნ. აშშ დოლარით (7.5%).

რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევაში, პარტნიორი ქვეყნების პირველი სამეული შემდეგნაირად გამოიყურება: თურქეთი (981.6 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (626.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (509.6 მლნ. აშშ დოლარი).

2020 წლის იანვარ-სექტემბერში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იყო მსუბუქი ავტომობილები, რომლის იმპორტმა 560.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.8% შეადგინა. მეორე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 415.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%), ხოლო მესამე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 366.6 მლნ. აშშ დოლარით იკავებს (იმპორტის 6.4%).