ვარშავაში, ხმლით პარაფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრებმა.
6 ივლისს, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებით დასრულების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ: ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი და ნინა თიბილაშვილი. რაპირით ფარიკაობაში, ფინალში, დიანა ჯიშიაშვილი, იტალიელ მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 8:15 დამარცხდა და შეჯიბრება მეორე ადგილზე დაასრულა. გუშინ, 6 ივლისს კი ჯიშიაშვილმა C კატეგორიაში, დაშნით იასპარეზა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. გუნდურ შეჯიბრებაში, ნინო თბილაშვილმა, ირმა ხეცურიანმა და გვანცა ზადიშვილმა იასპარეზეს. ფინალში უკრაინის ნაკრები დაამარცხეს (45:44) და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების მწვრთნელები მალხაზ მესხი და მერაბ ბაზაძე არიან.
საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრები, 9 ივლისიდან 12 ივლისამდე, ვარშავაში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშებაში გააგრძელებს ასპარეზობას.