სპაიკ ლიმ, რიგით 74-ე კანის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მსოფლიოს განგსტერები მართავენ“, მას შემდეგ რაც Forbes Georgia-ს 30 Under 30-ის მედია კატეგორიაში გამარჯვებულმა, ანანო ბაკურაძემ პრესკონფერენციაზე ემოციური შეკითხვა დასვა რუსულ აგრესიასა და საქართველოში არსებულ ანტი-LGBT განწყობასთან დაკავშირებით: „ხშირად ახალგაზრდა აქტივისტებს საქართველოში არ გვაქვს საკმარისი ძალა რუსეთთან და მთავრობის უმოქმედობასთან გასამკლავებლად…“
„მსოფლიოს განგსტერები მართავენ – აგენტი ფორთოხალი [დონალდ ტრამპი], ტიპი ბრაზილიიდან [ჟაირ ბოლსონარუ] და პუტინი. ისინი განგსტერები არიან და რაც არ უნდა მოისურვონ, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. მათ არც მორალი გააჩნიათ და არც სინდისი. აუცილებლად უნდა წავიდეთ ასეთი განგსტერების წინააღმდეგ.“ – განაცხადა სპაიკ ლიმ, ციფრული თხრობის მედია პლატფორმა „Movement-ის“ თანადამფუძნებლისა და ჟურნალისტის, ანანო ბაკურაძის კითხვაზე პასუხად.
შეგახსენებთ, რომ სპაიკ ლი კანის კინოფესტივალის ჟიურის პირველი შავკანიანი პრეზიდენტია და ამავდროულად, წელს ქალები ჟიურის წევრების უმრავლესობას პირველად წარმოადგენენ.