გავრცელებული ინფორმაციით, პოპ ვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი ხანგრძლივი კარიერის დასრულებას აპირებს. ლარი რუდოლფი, რომელიც პოპვარსკვლავის მენეჯერი იყო ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში, ტოვებს თანამდებობას, რადგან ბრიტნი სპირსის გეგმებს გაეცნო და თვლის, რომ მისი მომსახურება საჭირო აღარ არის.
აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბრიტნი სპირსის მეურვეობის სკანდალური ხელშეკრულება გასაჯაროვდა. გაირკვა, რომ ბრიტნი სპირსის სამართლებრივი მეურვე, მამა – ჯეიმი სპირსი, ვარსკვლავს არაჰუმანურ პირობებში აცხოვრებდა. სასამართლოში დავის წაგების მიუხედავად, ფანები და სხვა ვარსკვლავები გამოესარჩლნენ ვარსკვლავს და მხარი დაუჭირეს მას.
მენეჯერი, ლარი რუდოლფი, რომელსაც ორ წელიწადზე მეტია პოპ მომღერალთან კომუნიკაცია არ ჰქონია, ამბობს, რომ იგი ამაყობს ყველა იმ ერთობლივი მიღწევით რაც ბრიტნი სპირსთან აკავშირებს და მას ბედნიერებას და ჯანმრთელობას უსურვებს.
პარალელურად, ვარსკვლავი ცდილობს შეწყვიტოს 13-წლიანი მეურვეობის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მისი ცხოვრების და ბიზნესსაქმიანობის ყველა ასპექტს მამამისი განაგებს.
ბრიტნი სპირსმა პირობა დადო, რომ მისი კარიერა დაპაუზდება მანამ, სანამ შეთანხმება ძალაშია – მას 2016 წლიდან ახალი ალბომი არ გამოუშვია, ხოლო 2018 წლიდან არ შეუსრულებია არცერთი ლაივ პერფორმანსი.