კოვიდ19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, გასულ წელს ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი გახდა მილიონერი.
Credit Suisse-ის საგამოძიებო ჯგუფმა გამოავლინა, რომ სანამ ბევრი გაჭირვებული ადამიანის მდგომარეობა გაუარესდა, გლობალურად მილიონერთა რიცხვი 5,2 მილიონით გაიზარდა, რამაც ჯამში 56,1 მილიონი ადამიანი შეადგინა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა – ზრდასრული ადამიანების 1%-ზე მეტი მილიონერია.
აღსანიშნავია, რომ ეს მოვლენა დაბალი საპროცენტო განაკვეთებით და მთავრობის დახმარების პროგრამებითაა უზრუნველყოფილი – სიმდიდრემ საჯარო სექტორიდან გადაინაცვლა ე.წ საოჯახო/საშინაო სექტორში. აღნიშნულმა ფაქტორებმა გაზარდა საშინაო დანაზოგები, ანუ ფინანსური აქტივები და შეამცირა ვალების დონე.
ულტრა-მაღალი კაპიტალის მქონე ინდივიდი, კლასიკური განმარტებით, ნიშნავს ისეთ პირს, ვისაც $30 მილიონის საინვესტიციო აქტივი გააჩნია. ასეთი ადამიანების რაოდენობა 2020 წელს 23%-ით გაიზარდა, რაც 2003 წლის შემდეგ ამ მაჩვენებლის ასეთი სისწრაფით ზრდის პირველი შემთხვევაა .
Credit Suisse ვარაუდობს, რომ ახალი მილიონრების რიცხვი სინამდვილეში უფრო დიდია, რადგან გასათვალისწინებელია აგრეთვე არა-ინვესიტირებადი აქტივები, როგორიცაა მაგალითად მათი საცხოვრებელი სახლები.
ეკონომისტმა და “გლობალური სიმდიდრის ანგარიშის” ავტორმა, ენტონი შოროკსმა აღნიშნა, რომ პანდემიის და ეკონომიკური სირთულეების წინაშე გლობალური სიმდიდრე არამარტო სტაბილური აღმოჩნდა, არამედ 2020 წლის მეორე ნახევარში მყისიერი ზრდა განიცადა.
ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან იმ ადამიანთა რიცხვი, ვისი ქონებაც $10,000-$100,000 წარმოადგენდა, სამჯერ გაიზარდა. 2000 წელს არსებული 507 მილიონი, დღეს 1.7 მილიარდიანმა მაჩვენებელმა ჩაანაცვლა.
მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომ ეს პოზიტიური შედეგი დიდწილად ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთის შემცირებამ გამოიწვია, რასაც თავისი ფასი აქვს – ბევრი ქვეყნის სახელმწიფო ვალები 20%-მდე(ან მეტად) გაიზარდა.