კვიპროსის პარლამენტს პირველად ეყოლება თავმჯდომარე ქალი

10 ივნისს ლიბერალურ-კონსერვატული მმართველი პარტიის, „Democrative Rally“-ის წევრი, 35 წლის ანიტა დიმიტრიუ კვიპროსის პარლამენტის თავჯდომარედ დაინიშნა.  დიმიტრიუს გარდა, აღნიშნულ პოზიციაზე ექვსი მამაკაცი კანდიდატი მოიაზრებოდა, თუმცა სხდომაზე დეპუტატების ხმათა უმრავლესობა სწორედ მან მიიღო. მას შემდეგ, რაც კვიპროსმა 1960 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს გახლავთ პირველი პრეცედენტი, როდესაც ქვეყნის პარლამენტის თავჯდომარის პოსტი ქალმა დაიკავა.

REUTERS/Yiannis Kourtoglou

ანიტა დიმიტრიუმ პოლიტიკური საქმიანობა 2016 წელს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მისი დეპუტატად არჩევის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, დღეს ის უკვე კვიპროსში პრეზიდენტის შემდგომ ყველაზე მაღალ თანამდებობას იკავებს, რის გამოც მისი პოლიტიკური ფიგურა განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ქალთა კარიერული თანასწორობის ხელშეწყობის და გაძლიერების გზაზე.