საქსტატი: არაფინანსური კორპორაციების ფინანსური აქტივების მოცულობა 1.7 მილიარდი ლარით გაიზარდა

საქსტატი არაფინანსური კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლების ყოველწლიურ კვლევას აქვეყნებს. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა არასაფინანსო კორპორაციების ისეთ მაჩვენებლებში როგორიცაა ფინანსური აქტივები, ვალდებულებები და კაპიტალ-რეზერვები.

კვლევის თანახმად, 2019 წლის არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 80.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მონაცემთან შედარებით (61.7 მილიარდი ლარი), 18.5 მილიარდი ლარით მეტია. ამასთან, მთლიანი აქტივებიდან ფინანსური აქტივების მოცულობამ 16.0 მილიარდი ლარი შეადგინა, რითაც შარშანდელ მაჩვენებელს (14.3 მილიარდი ლარი) 1.7 მილიარდი ლარით გადააჭარბა.

2019 წლის ბოლოს კაპიტალისა და რეზერვების მოცულობამ 38.7 მილიარდი ლარი, ხოლო ფინანსური  წარმოებულების ღირებულებამ 29.2 მილიონი ლარი შეადგინა. მნიშვნელოვანი განსხვავებები შეინიშნება 2018 წლის მონაცემებთან შედარებისას – 2018 წლის ბოლოს ფინანსური წარმოებულების ღირებულება 41.8 მილიონი ლარით განისაზღვრა, თუმცა კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 22.5 მილიარდი ლარი შეადგინა, რასაც 2019 წლის მონაცემებმა დაახლოებით 16.2 მილიარდი ლარით გადააჭარბა.

აქტივების, კაპიტალისა და რეზერვების ზრდამ, ასევე ფინანსური ვალდებულებების ზრდაც განაპირობა – 2019 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებებმა 41.5 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 10.5 მილიარდი ლარი მოკლევადიანი ვალდებულებები იყო. 2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, არასაფინანსო კორპორაციების ფინანსური ვალდებულებები 2.3 მილიარდი ლარით გაიზარდა.

რაც შეეხება არაფინანსური კორპორაციების მიერ გაწეულ საპროცენტო ხარჯებს, მან  1.8 მილიარდ ლარი, ხოლო მთლიანმა შემოსავლებმა 8.6 მილიარდი ლარი (2018 წელს 6.9 მილიარდი ლარი) შეადგინა. აქედან 86.6% იყო წმინდა საოპერაციო შემოსავლები, 5.5% საპროცენტო შემოსავლები და 7.9% სხვა წმინდა შემოსავლები.