ამერიკის შეერთებული შტატების სიდიდით მეორე საპენსიო ფონდის, მასწავლებელთა საპენსიო ფონდის „CalSTRS“ საბჭომ, დაარსებიდან 108 წლის შემდეგ, პირველად დანიშნა ქალი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. კასანდრა ლიჩნოკი კალიფორნიის შტატის მასწავლებელთა საპენსიო სისტემის CEO გახდა და თავის პოსტს 2021 წლის 1 ივლისს დაიკავებს.
კასანდრა ლიჩნოკი ფონდს 2008 წელს შეუერთდა. თავდაპირველად იგი ადამიანური რესურსების აღმასრულებელი ოფიცერი იყო, 2013 წლიდან კი მთავარი საოპერაციო ოფიცერის, COO-ს როლი დაიკავა.
CalSTRS მსოფლიოში მასწავლებლების ყველაზე დიდი საპენსიო ფონდია, ხოლო ამერიკაში სიდიდით მეორე საპენსიო ფონდია – მისი წევრების 75% ქალია. ის 1913 წელს დაარსდა და ამ წლის აპრილამდე მის მართვაში 299,8 მილიარდი დოლარი იყო. ფონდი ჰიბრიდული საპენსიო სისტემაა, რომელიც შედგება ტრადიციულად განსაზღვრული შეღავათების, ფულადი ბალანსებისა და განსაზღვრული შენატანების გეგმებისგან. CalSTRS ემსახურება 949,000-ზე მეტ წევრსა და მომხმარებელს.