ჯესიკა ალბას კომპანიამ აქციების პირველადი განთავსებისას 412,8 მლნ დოლარი მოიზიდა

სამომხმარებლო საქონლის კომპანია “The Honest Company”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამერიკელი მსახიობი და ბიზნესვუმენი ჯესიკა ალბაა, აცხადებს, რომ მისი აქციების პირველადი განთავსებით 412,8 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება შეძლეს. 

Photo Credits to Reuters

სამშაბათს კომპანიამ განაცხადა, რომ IPO-ს შედეგად 25,8 მილიონი აქცია, თითოეული  კი 16 დოლარად გაყიდა.

ცნობილმა მსახიობმა კომპანია 2011 წელს დააარსა. ალბა ირწმუნებოდა, რომ “The Honest Company”-ის პროდუქცია მხოლოდ სინთეზური ქიმიკატებისგან შედგებოდა, ამიტომ ბაზარზე არსებული საბავშვო პროდუქტების უსაფრთხო ალტერნატივა იყო.

2016 წელს კომპანია ყურადღების ქვეშ მოექცა, მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე ითქვა, რომ მათი პროდუქტები ბავშვის ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიკატებს შეიცავდა. ამის შემდეგ კომპანიამ პროდუქტებზე ინგრედიენტების არასწორად ეტიკეტირებისთვის  ჯარიმის სახით $7,35 მილიონი გადაიხადა.