პირველი ქალი აშშ-ის არმიის ხელმძღვანელის პოზიციაზე

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კრისტინ ვორმუთი არმიის შემდეგ ხელმძღვანელად შეარჩია. თეთრმა სახლმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ სენატის დასტურის შემთხვევაში ის პირველი ქალი იქნება აღნიშნულ თანამდებობაზე.

Photo Credits to DVIDS.net

ვორმუთი თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ამასთან იგი თავდაცვის დეპარტამენტში ISIS-ის საწინააღმდეგო კამპანიაზე მუშაობდა. სანამ ობამას ადმინისტრაციის დროს თავდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ვორმუთი მუშაობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. მანამდე კი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში.

ამასთან, ვორმუთი არის „RAND Corporation“-ის უფროსი თანამშრომელი, სადაც ის ჯგუფის საერთაშორისო უსაფრთხოების და თავდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობას ასრულებს.

თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ კრისტინი ნამდვილი პატრიოტია, რომელიც ამერიკისა და ერის უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული. კრისტინს ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიისგან მიღებული ღრმა გამოცდილება გადამწყვეტი იქნება დღევანდელი გლობალური საფრთხეების მოგვარებასა და განსაზღვრაში. ოსტინს ეჭვი არ ეპარება, რომ ვორმუთი ღირსეულად უხელმძღვანელებს ჯარისკაცებს და პატივით  წარმოადგენს მათ ოჯახებს.

ადმინისტრაციამ ორშაბათს კიდევ ორი ძირითადი პოზიცია გამოაცხადა. სუსანა ბლუმი დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის დირექტორადაა არჩეულია, ხოლო გილ ცისნეროსი – თავდაცვის მინისტრის მოადგილედ.

ოსტინმა სენატს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე სწრაფად რეაგირებისკენ მოუწოდა. ამასთან, განაცხადა, რომ კრისტინ ვორმუთის, გილ ცისნეროსისა და სუზანა ბლუმის ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება ეროვნული უსაფრთხოების სფეროში გადამწყვეტი იქნება ქვეყნის მგომარეობისთვის. ასევე დაამატა, რომ ისინი ქვეყნაში არსებული კრიზისის დამარცხებასა და მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილებაზე არიან ორიენტირებული.