ნურა ალ-მატრუში ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ასტრონავტი ქალი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. იგი Mohammed Bin Rashid (MBR)-ის კოსმოსური ცენტრის ასტრონავტთა პროგრამაში 4,000 კანდიდატს შორის მოჰამედ ალ მოლთან ერთად შეარჩიეს.
ამის შესახებ ინფორმაციას, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეიხ მოჰამედი Twitter-ზე აქვეყნებს:
„ჩვენ, ორ ახალ ასტრონავტს შორის, წარმოგიდგენთ პირველ არაბ ასტრონავტ ქალს, რომელიც 4000-ზე მეტ კანდიდატს შორის აირჩა. ასტრონავტები, NASA-ს პროგრამებით გაიწვრთნებიან, მომავალი კოსმოსური მისიებისთვის. ვულოცავ, ნურა ალ მატრუშს და მოჰამედ ალ მოლას“.
კოსმოსური ცენტრის ცნობით, ნურა ალ-მატრუში 1993 წელს დაიბადა, იგი მექანიკური ინჟინერიის ბაკალავრია, ამჟამად კი „National Petroleum Construction” კომპანიის ინჟინერია.
რაც შეეხება მოჰამედ ალ მოლას, იგი კომერციული მფრინავია და მფრინავად მუშაობს დუბაის პოლიციაში, სადაც ასევე მათი სასწავლო განყოფილების უფროსია.