თეთრი სახლის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, სესილია როუზმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი ინვესტიცია უნდა ჩადოს სამუშაო ძალაში, ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიურ განვითარებაში იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი დარჩეს და მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წოდება არ დაკარგოს.
აშშ-ის ინვესტიციები ტექნოლოგიურ განვითარების მიმართულებით მესამედით შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურაზე დახარჯული თანხა განახევრდა, განაცხადა როუზმა ერთ-ერთ ონლაინ ღონისძიებაზე.
მან თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა სხვა ადგილზე დაწინაურებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით ბოლო ადგილი დაიკავა სამუშაო ძალაში ინვესტიციის ჩადების კუთხით.
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოიპოვა თანხმობა 1,9 ტრილიონიანი კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გამკლავების გეგმის განსახორციელებლად და ამჟამად კონგრესთან თანამშრომლობს, რათა უზრუნველყოს 2,3 ტრილიონი დოლარის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს მილიონობით სამუშაო ადგილის შექმნას.
როუზმა თქვა, რომ აშშ არ დებდა ინვესტიციებს იმ მიმართულებებში, რომლებიც უზრუნველყოფდა, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკის N1 ადგილის შენარჩუნებას მსოფლიოში. ამასთანავე, დაამატა, რომ ფედერალური ხარჯები საჭირო იყო, ასევე უფრო ფართო საკითხების გადასაჭრელად, როგორიცაა, მაგალითად, კლიმატის ცვლილება.
მისი თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სჯერა, რომ არსებული ვითარება ფუნდამენტურ გამოცდას წარმოადგენს დემოკრატიისთვის და ერთგვარი გამოწვევაა, შეძლებს თუ არა შეერთებული შტატები კონკურენცია გაუწიოს ჩინეთს ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაში.