2021 წლის ყველაზე მდიდარი ქალები

თებერვალში, 31 წლის უიტნი ვულფ ჰერდმა, კომპანია Bumble-ის თანადამფუძნებელმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა შექმნა პრეცენდენტი. ის მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქალი გახდა, რომელმაც მილიარდი საკუთარი შრომით დააგროვა. უიტნის აქციების ფასი 1.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ის ერთ-ერთია იმ სამოცდასამი ქალიდან, რომელიც ფორბსის ყოველწლიურ მსოფლიო მილიარდელთა სიას 2021 წელს შემოუერთდა.

Forbes-ს მილიარდელთა სიაში ამჟამად 328 ქალია, რაც გასული წლის მონაცემებს 36 პროცენტით აღემატება. წინა წელს სია მხოლოდ 241 ქალისგან შედგებოდა. კანდიდატთა აქციების საერთო ღირებულებაი 1.53 ტრილიონ დოლარს უტოლდება. ეს კი დაახლოებით 60%-ით მეტია გასული წლის იდენტურ მაჩვენებელთან შედარებით.

მილიარდელ ქალებს შორის არიან ქალები, რომლებმაც გარკვეულ ფინანსურ მოგებასა და წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწიეს. თუმცა, არიან ქალები, რომელთაც მემკვიდრეობით მიღებული ქონება გაზარდეს და ბიზნესიც უფრო განავითარეს. მაგალითად, მიუჩია პრადა. მან ოჯახის მდიდრული ბრენდი PRADA აღმასრულებელ დირექტორთან, თავის მეუღლე პატრისიო ბერტელთან ერთად 2.9 მილიარდიან კომპანიად აქცია.

Forbes წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მდიდარ ქალს, 2021 მარტის მონაცემების მიხედვით:

Photo Credits to CEOWORLD Magazine

ფრანსუაზა ბეტანკურ მეიერსი

ქონების ღირებულება: 73.6 მილიარდი

ასაკი: 67

მოქალაქეობა: საფრანგეთი

შემოსავლის წყარო: L’OREAL

ფრანსუაზას ქონება 2017 წელს დედამისისგან, ლილიან ბეტანკურისგან ერგო, რომლის მამამაც, იუჯინ შულერმა კოსმეტიკური გიგანტი L’Oréal დაარსა. 2020 წელს 33.6 მილიარდიანი კომპანიის მოგება, მსოფლიოში არსებული ეპიდსიტუაციისა და კოსმეტიკური საშუალებების მოხმარების კლების შედეგად, 6 პროცენტით დაეცა. მიუხედავად ამისა, გაიზარდა მოთხოვნა კანის მოვლის პროდუქტების მიმართულებით, რამაც აქციების 38 პროცენტიანი ზრდა განაპირობა. ბეტანკური 1997 წლიდან L’Oréal-ის საბჭოს წევრია.

Photo Credits to Arkansas Times

ელის ვოლტონი

ქონების ღირებულება: 61.8 მილიარდი

ასაკი: 71

მოქალაქეობა: აშშ

შემოსავლის წყარო: WALMART

სემ უოლტონის ქალიშვილს ყველაზე მდიდარი ქალის წოდების დათმობა ფრანსუაზასთან მოუწია. მიუხედავად ამისა, მისი ქონება წინა წელთან შედარებით 7.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ხოლო აქციების ფასმა კი წინა წლის მარტის თვესთან შედარებით 5 პროცენტიანი ზრდა განიცადა. საცალო ვაჭრობის გიგანტმა უფასო Amazon Prime-თან ერთად უფასო მიწოდების სერვისი შემოიტანა, რამაც იანვრის თვიდან მოყოლებული გაყიდვების 69 პროცენტით მატებას შეუწყო ხელი.

Photo Credits to Northwest Asian Weekly

მაკენზი სკოტი

ქონების ღირებულებ: 53 მილიარდი

ასაკი: 50

მოქალაქეობა: აშშ

შემოსავლის წყარო: AMAZON

სკოტი, რომლის ქორწინება Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსთან 2019 წელს დასრულდა, პანდემიის დროს დიდი ქველმოქმედი და ფილანტროპი გახდა. მან გრანტის სახით 5.8 მილიარდი დოლარი გაიღო ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით 500 არაკომერციული ორგანიზაციისთვის, რომლებიც ხელს უწყობდნენ რასობრივ სამართლიანობას, LGBTQ უფლებებსა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. მან ცოტა ხნის წინ კვლავ იქორწინა მასწავლებელ დენ ჯევეტზე, რომელიც მეუღლის საქველმოქმედო ინიციატივას მხარს უჭერს და თავადაც უერთდება.

Photo Credits to Celebrity Net Worth

ჯულია კოხი

ქონების ღირებულება: 46.6 მილიარდი

ასაკი: 58

მოქალაქეობა: აშშ

შემოსავლის წყარო: KOCH INDUSTRIES

დევიდ კოხის ქვრივი, ჯულია და მისი შვილები 42 პროცენტიან წილს ფლობენ საოჯახო ბიზნესში – KOCH INDUSTRIES, რომელიც გასულ წელს შემოსავლების მიხედვით ამერიკის უდიდესი კერძო კომპანია გახდა.

Photo Credits to Forbes.com

მირიამ ადელსონი

ქონების ღირებულება: 38.2 მილიარდი

ასაკი: 75

მოქალაქეობა: აშშ

შემოსავლის წყარო: კაზინოები

ადელსონი ამჟამად კაზინო LAS VEGAS SAND-ის 56%-ს აკონტროლებს, რომელიც ადრე მისი მეუღლის, შელდონ ადელსონის საკუთრება იყო. იგი იანვარში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. კომპანიამ 2020 წლის მეორე კვარტალში 985 მილიონი დოლარი დაკარგა, რადგან ვეგასის ორი კაზინო პანდემიის გამო დაკეტილი იყო. კაზინოები 2020 წლის ივნისში გაიხსნა. მიუხედავად ამისა, ბიზნესმა წელი 1.69 მილიარდი ზარალით დაასრულა წინა წლის 2.7 მილიარდიან მოგებასთან შედარებით. LAS VEGAS SAND-მა მარტში გამოაცხადა, რომ ვეგასის ფილიალს 6.25 მილიარდ დოლარად ყიდის და ის ფოკუსირებას აზიის ბაზარზე აპირებს. მისი ფილიალი და ბიზნესი მაკაოში ბევრად დიდი და მომგებიანია.

Photo Credits to Micetimes.asia

ჟაკლინ მარსი

ქონების ღირებულება: $ 31.3 მილიარდი

ასაკი: 81

მოქალაქეობა: შეერთებული შტატები

შემოსავლის წყარო: ტკბილეულობა, ცხოველთა საკვები

ჟაკლინ მარსი და მისი ძმა ჯონი ცალ-ცალკე MARS INCORPORATED-ის ერთ მესამედს ფლობენ, ასევე 40 მილიარდ ტკბილეულის ბიზნესიდან, ცხოველების მოვლისა და კვების კომპანიიდან, რომელიც M&M და Skittles სახელით არის ცნობილი. კომპანია ჟაკლინისა და ჯონის დიდი ბაბუის, ფრენკ მარსის მიერ 1911 წელს დაარსდა.

Photo Credits to Mirror Review

იანგ ჰუიანი

ქონების ღირებულება: $ 29.6 მილიარდი

ასაკი: 39

მოქალაქეობა: ჩინეთი

შემოსავლის წყარო: უძრავი ქონება

იანგ ჰუიანი ჩინეთში დაფუძნებული უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიის Country Garden Holdings-ის 58 პროცენტს ფლობს. მამამისმა, კომპანიის დამფუძნებელმა, იანგის ქონება 2007 წლიდან ბიზნესის მიმართულებით დააბანდა. პანდემიის პერიოდში კომპანიის აქციების ფასი თითქმის 14%-ით დაეცა. იანგი ასევე აშშ-ს საგანმანათლებლო ფირმას Bright Scholar Education Holdings ხელმძღვანელობს.

Photo Credits to Bloomberg

სუზან კლატენი

ქონების ღირებულება: $ 27.7 მილიარდი

ასაკი: 58

მოქალაქეობა: გერმანია

შემოსავლის წყარო: BMW , ფარმაცევტული მიმართულება

ავტომობილთა გაყიდვები პანდემიის პერიოდში არსებული კრიზისის შემდეგ მალევე აღდგა, რამაც BMW-ს აქციების მფლობელის ქონება 10.9 მილიარდით გაზარდა. გერმანულმა მანქანის საწარმომ 2020 წელს თითქმის 119 მილიარდი დოლარის რაოდენობის შემოსავალი დააფიქსირა. მისი საფონდო ფასი წინა წლის მარტის თვესთან შედარებით 93%-ით გაიზარდა. კლატენმა BMW–ს წილის 19.1% მემკვიდრეობით მისი გარდაცვლილი დედისგან, იოჰანა კვანტისგან მიიღო, რომელიც დაქორწინებული იყო ჰერბერტ კვანტზე. კაცზე, რომელმაც BMW წარმატებით წარადგინა ძვირადღირებული ავტომობილების ბაზარზე.

Photo Credits to Realestate

ჯინა რაინჰარტი

ქონების ღირებულება: $ 23.6მილიარდი

ასაკი: 67

მოქალაქეობა: ავსტრალია

შემოსავლის წყარო: სამთამადნო ბიზნესი

რაინჰარტი, ავსტრალიის უმდიდრესი ადამიანი, სამთო-მოპოვებითი და სასოფლო მეურნეობის კომპანიის Hancock Prospecting Group-ის ხელმძღვანელია. კომპანია მამამისმა, რკინის მადნეულის მკვლევარმა იანგ ჰენკოკმა დააარსა. რკინის მადნის ინდუსტრია 2020 წლის დასაწყისში პანდემიის შედეგად დაზარალდა. თუმცა, ამის შემდეგ ბაზარი ნელ-ნელა აღდგა, რაც კომპანიის ღირებულების 77%-იან ზრდაზე აისახა.

Photo Credits to AIchetron

ირის ფონტბონა

ქონების ღირებულება: $ 23.3 მილიარდი

ასაკი: 78

მოქალაქეობა: ჩილე

შემოსავლის წყარო: სამთამადნო ბიზნესი

მიუხედავად იმისა, რომ ფონტბონას აქციების ღირებულება 2020 წლის დასაწყისში შემცირდა, ის მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარ ქალთა სიაში მაინც მოხვდა. ირისი ანდრონიკო ლუკზიკის ქვრივია, რომელმაც სამთო ბიზნესი წამოიწყო. ის და მისი შვილები ჩილეს სამთო კომპანია Antofagasta-ს აკონტროლებენ, რომელმაც 2020 წელს $5,1 მილიარდის რაოდენობის გაყიდვებს მიაღწია.