რატომ ბრალდება სუეცის არხის ინციდენტი ქალ კაპიტანს, რომელიც შემთხვევის ადგილას სულაც არ იმყოფებოდა

მარვა ელსელეჰდარი ეგვიპტის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც გემის კაპიტნად აირჩიეს. ის რამდენიმე დღის წინ სუეცის არხზე მომხდარ ინციდენტში დაადანაშაულეს, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში შემთხვევის ადგილიდან 200 მილის მოშორებით იმყოფებოდა.

Photo by Samuel Mohsen/picture alliance via Getty Images

როგორც მარვა აღნიშნავს, მან ეს ბრალდება პირველად ინტერნეტში ნახა, შემდეგ კი მისი სახელი არაერთ პლატფორმაზე გაჟღერდა. სინამდვილეში, იგი შემთხვევის დროს ალექსანდრიის პორტში იმყოფებოდა იმყოფებოდა. გამოძიება დაწყებულია, თუმცა არსებობს არაერთი მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ 29 წლის კაპიტანი არაფერ შუაშია.

BBC-სთან ინტერვიუს დროს ქალმა განაცხადა, რომ ვერ ხვდება, თუ რატომ გახდა ყალბი ბრალდებების მსხვერპლი. მან აღნიშნა, რომ შესაძლოა, ეს იმიტომ მოხდა, რომ ის წარმატებული ქალია ამ სფეროში, ან იმის გამო, რომ ეგვიპტელია. მარვა ფიქრობს, რომ ეს მის რეპუტაციაზე ცუდად აისახება და ვარაუდობს, რომ მისი კარიერა საფრთხის წინაშეა.

Credit: Instagram Photo/@marwa.elselehdar

ელსელეჰდარი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ქალებს შორის, რომლებიც მამაკაცებით დომინირებულ სფეროში მოღვაწეობენ. 2016 წელს ის ყველაზე ახალგაზრდა და ამავდროულად, პირველი ეგვიპტელი ქალი გახდა, რომელმაც გემის კაპიტნის პოზიცია დაიკავა. ერთი წლის შემდეგ, მას პრეზიდენტმა პრიზი გადასცა ქალთა დღეს. ის იმ ქალებს, რომლებსაც სურთ, საზღვაო სფეროში დაიწყონ მოღვაწეობა, ურჩევს, რომ იბრძოლონ იმისთვის, რაც უყვართ და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ.