მიშელ გეთერს-კლარკი Visa-ს გლობალური ინკლუზიისა და მრავალფეროვნების ოფისის მეთაური და კორპორაციული პასუხისმგებლობის ხელმძღვანელი გახდა

Visa-ში ცვლილებებია, ამიერიდან ინკლუზიისა და მრავალფეროვნების ოფისს მიშელ გეთერს-კლასკი უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ ის ასევე კორპორაციულ პასუხისმგებლობასაც მიხედავს და ამ ყოველივეს შესახებ ანგარიშვალდებული Visa-ს CEO-ს წინაშე იქნება.

Photo Credits to VISA

პოზიციიდან გამომდინარე, მიშელი გლობალურ ინკლუზიისა და მრავალფეროვნების განვითარებაზე იზრუნებს. ის უნდა დარწმუნდეს, რომ ორგანიზაცია და მისი კულტურა ნამდვილად მრავალფეროვანი, ეთიკური და ინკლუზიური იქნება. კლარკმა უნდა განახორციელოს ღონისძიებები, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას ხელს შეუწყობს. ამავდროულად, მისი პასუხისმგებლობა იქნება, იზრუნოს ეკონომიკურ ზრდაზე, უშუალოდ კი მცირე და მიკრო ბიზნესების განვითარებაზე.

კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანია უნდა მოიცავდეს ყველა ტიპის ადამიანს, რომლებსაც დახმარება სჭირდება. მას სჯერა, რომ მიშელი სამსახურს თავს გაართმევს, რადგან მას არც ლიდერის თვისებები აკლია და არც ინიციატივები, რომლებიც ამ მიმართულებით განსაკუთრებით საჭიროა კომპანიისთვის.

Photo Credits to United Way of Greater Greensboro

კლარკი ამ პოზიციაზე დანიშვნამდე United Way of Greater Greensboro-ს მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი და პრეზიდენტი იყო. ამ პერიოდში ის აგროვებდა თანხას ბავშვებისა და ოჯახებისთვის, ფანდრაიზინგის წყალობით მან 90 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა. ის ასევე მუშაობდა American Express-ში 20 წლის განმავლობაში, აუდიტის განყოფილებაში. სწორედ ამ პერიოდში დაინტერესდა გლობალური ინკლუზიისა და მრავალფეროვნების საკითხებით და კომპანიისთვის ამ მიმართულების გასავითარებლად დღის წესრიგი შექმნა.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ პოზიციის დაკავება, ყველანაირად ვეცდები, რომ საქმეს თავი საუკეთესოდ გავართვა. არ დავიშურებ ძალებს, რომ ჩვენი კომპანია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს.“

გეთერს-კლარკი პოზიციას მაისში დაიკავებს.