რუსეთი და ჩინეთი ერთობლივი ძალებით მთვარეზე კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავენ

PA MEDIA

რუსულმა კოსმოსურმა სააგენტომ Roscosmos ხელი მოაწერა შეთანხმებას ჩინეთის ეროვნულ კოსმოსურ ადმინისტრაციასთან მთვარის ზედაპირზე კვლევითი ობიექტის აშენების თაობაზე.

ორივე მხარის განცხადებით, ეს კოსმოსური სადგური ხელმისაწვდომი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც.

ამასთან, აღნიშნული პროექტის განხორციელება რუსეთისთვის იქნება სიმბოლური, ვინაიდან მისი გაფორმება ემთხვევა რუსეთის პირველი კოსმოსური ფრენის 60 წლისთავს.

მათი თქმით, მთვარის საერთაშორისო სამეცნიერო სადგური განახორციელებს კვლევების ფართო სპექტრს, რომლის მიზანიც იქნება მთვარის შესწავლა და მისი გამოყენების გზების ძიება.

მანამდე კი, ჩინეთი და რუსეთი კოსმოსის მეცნიერების კვლევასა და განვითარებაში დაგროვილი გამოცდილების თუ კოსმოსური ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობების გაზიარებით ერთობლივად შეიმუშავებენ საგზაო რუკას საერთაშორისო მთვარის სამეცნიერო კვლევითი სადგურის მშენებლობისთვის.