2020 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლისა და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 910.8 ათასია, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე მილიონი ვიზიტი განახორციელეს.
2020 წელს, ვიზიტორების რაოდენობა 8,3%-ით ნაკლებია 2019 წლის მონაცემებზე.
რაც შეეხება 2020 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიურ რაოდენობას – 480.4 ათასია, რაც 9.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ვიზიტორთა 39,2% თბილისის მაცხოვრებელია, მას მოსდევს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი 12,8%-ით. ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისში განხორციელდა – საშუალოდ 237.0 ათასი ვიზიტი თვეში.
ვიზიტების უმრავლესობა – 45,9% მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.
