კორონავირუსის გათვალისწინებით, Google-მა საკუთარი მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად Google Maps-ის ახალი ფუნქცია დააანონსა, რაც საზოგადოების თავშეყრის ადგილების ანალიზს მოიცავს.
კონკრეტული განახლება აპლიკაციაში ნებისმიერი საჯარო სივრცის წინასწარ ნახვის საშუალებას მოგვცემს და სხვადასხვა ტერიტორიის ხალხმრავლობის დონეს დაადგენს.
Google-ის განცხადებით, ახალი ფუნქცია Live რეჟიმში მომხმარებელს მიაწვდის ინფორმაციას ნებისმიერი სკვერის, სანაპიროს, სუპერმარკეტისა თუ რესტორნის გადატვირთულობის შესახებ.
ცნობილია, რომ აპლიკაცია ტერიტორიის გადატვირთულობას სამი ძირითადი კრიტერიუმით შეაფასებს – ძლიერ გადატვირთული, საშუალოდ გადატვირთული და თითქმის ცარიელი.
ამ ყველაფერს Google Maps-ის შემდეგი განახლებისათვის უნდა ველოდოთ და იგი თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება, როგორც IOS ასევე Android მომხმარებლებისათვის.