ოსკარის მოპოვებას პირველად ორი ქალი რეჟისორი შეეცდება

ოსკარის 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტთა სია ცნობილია. აღნიშნული დაჯილდოების არსებობის ისტორიაში პირველად საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე ორი ქალია წარდგენილი. ხოლო, ვინ გახდება ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი რეჟისორი 26 აპრილს გახდება ცნობილი.

ქლოა ჭაო (Nomadland) და ემერალ ფენელი (Promising Young Woman) ოსკარის 93-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო რეჟისორის ტიტულის მოპოვებას შეეცდებიან. ამ დრომდე თითოეულ დაჯილდოებაზე ერთზე მეტი ქალი ნომინანტი ამ კატეგორიას არ ახსოვს. მეტიც, მხოლოდ ხუთი ქალია, რომლებიც ოსკარზე ამ ნომინაციაში იყო წარდგენილი.

ემერალდ ფენელი დებიუტანტი რეჟისორია. მას საკმაოდ წამატებული სამსახიობო კარიერა აქვს. როგორც რეჟისორი, ფართო მასებისათვის გასულ წელს იმ ფილმით გახდა ცნობილი, რომელმაც შესაძლოა ოსკარიც კი მოუტანოს. რაც შეეხება ქლოა ჭაოს, მან მხოლოდ რამდენიმე წელია ამ ინდუსტრიაში შემოაბიჯა და უკვე მოახერხა გამხდარიყო ოქროს გლობუსის მფლობელი მეორე ქალი და პირველი აზიელი ქალი რეჟისორი.

სასიხარულო ფაქტია, რომ 2021 წლის ოსკარის ნომინანტთა სიაში ქალები მრავლად არიან. გარდა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიისა, საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდოს მოსაპოვებლად პირველად ორი ფერადკანიანი ქალი იბრძოლებს.