დებ ჰაალენდი აშშ-ს შინაგან საქმეთა პირველი მკვიდრი ამერიკელი მინისტრია

15 მარტს სენატში კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგად, დებ ჰაალენდი პირველი მკვიდრი ამერიკელი გახდა, რომელმაც აშშ-ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიცია დაიკავა. ეს ისტორიული მოვლენაა ქვეყნისთვის. 51-მა სენატორმა მხარი სწორედ მას დაუჭირა, თუმცა 40 რესპუბლიკელი წინააღმდეგი იყო. მისი ამ პოზიციაზე დამტკიცება არამხოლოდ ისტორიული, არამედ სიმბოლური მოვლენაცაა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოველთვის მკაცრი პოზიცია ეკავა მკვიდრი ამერიკელების მიმართ.

Deb Haaland – Congressional Photo

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დებმა ისტორიაში დაიკავა ადგილი. 2018 წელს ის გახდა პირველი მკვიდრი ამერიკელი ქალი, რომელიც კონგრესში მოხვდა. ეს ყოველივე დიდი გამარჯვება იყო ადგილობრივი ამერიკელებისთვის, რომლებიც რესურსების, მიწების და ინდოელების უფლებებისთვის იბრძოდნენ. ამჯერად ჰაალენდი ბაიდენის ადმინისტრაციას განსაკუთრებით დაეხმარება კლიმატურ კრიზისთან ბრძოლაში.

ჰაალენდმა განაცხადა, რომ ეს გამარჯვება არ არის მხოლოდ მისთვის, არამედ მას სურს, იყოს ინსპირაციის წყარო ყველა ამერიკელისთვის, რომ მათ მხოლოდ წინსვლისთვის იბრძოლონ. მისი მთავარი მიზანი სამშობლოს დაცვაა და როგორც აღნიშნა, ის ყველანაირად ეცდება, რომ ეს მოახერხოს.

არაერთი რესპუბლიკელი უკმაყოფილი იყო დების ამ პოზიციაზე მოხვედრით – ისინი ფიქრობენ, რომ მას არასწორი პოზიცია აქვს წიაღისეულთან დაკავშირებით. მას განსაკუთრებით სენატორი ჯონ ბარასო დაუპირისპირდა, თუმცა ამაოდ. ჰაალენდის აზრით, ამჯერად პრიორიტეტი კლიმატურ კრიზისთან ბრძოლაა, შემდეგ კი – სხვა დანარჩენი.