ფორდის ისტორიაში პირველად, დირექტორთა საბჭოს წევრი ქალი გახდება

ალექსანდრა ფორდ-ინგლიში კომპანია ფორდის დამფუძნებელთა ოჯახის წევრია, თუმცა ის სულ მალე ახალ პოზიციას დაიკავებს. ფორდი პირველი ქალი გახდება, რომელიც კომპანიის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში შევა. კომპანიის დაფუძნებიდან, 1903 წლიდან დირექტორთა საბჭოს წევრები მხოლოდ მამაკაცები იყვნენ.

Photo Credits to Ford Motor Co.

ალექსანდრა ფორდი 33 წლისა და ის კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის, ვილიამ კლეი ფორდის შვილია. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ის არ იქნება საბჭოს ახალი წევრი, დირექტორი ედსელ ფორდი თანამდებობას ტოვებს. მის ადგილს კი მისი შვილი ჰენრი ფორდი დაიკავებს. ბიძაშვილები საკმაოდ მაღალ პოზიციებს დაიკავებენ კომპანიაში.

ბუნებრივია, რომ კომპანიის სხვა მფლობელებმაც უნდა აირჩიონ ალექსანდრა და ჰენრი, თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხია, როგორც კომპანია აცხადებს. კომპანიის უმსხვილესი წილი მაინც ფორდის ოჯახს ეკუთვნის 1956 წლიდან.

ბილ ფორდმა განაცხადა, რომ ბედნიერია ახალი თაობის შედეგებით და ფიქრობს, რომ ალექსანდრა ახალ ხედვებსა და აზრებს გაუზიარებს კომპანიას. ალექსანდრა ფორდმა კომპანიაში მუშაობა 2017 წელს დაიწყო და არაერთი წარმატებული პროექტის ავტორია. მისი შთამბეჭდავი გამოცდილების და ნოვატორული იდეების გათვალისწინებით, ის მომხმარებელს არაერთ სიახლეს შესთავაზებს.