WHO: სამიდან ერთი ქალი ძალადობის მსხვერპლია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კვლევის მონაცემების მიხედვით, სამიდან ერთი ქალი ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა ცხოვრების განმავლობაში. მსოფლიოში ძალადობა საკუთარ თავზე სულ მცირე 750 მილიონამდე ქალმა გამოსცადა. ორგანიზაციამ მსგავსი კვლევა 2013 წელსაც ჩაატარა. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ რიცხვები არ გაზრდილა საგრძნობლად, თუმცა აშკარაა, რომ ძალადობა მცირე ასაკშივე იწყება და ორგანიზაცია ვერ ახერხებს, ეს შემთხვევებიც აღრიცხოს.

Photo Credits to Getty Images

ოთხიდან ერთი ქალი, რომლის ასაკი 15-დან 24 წლამდე მერყეობს, ძალადობის მსხვერპლია, სანამ ისინი 30 წლის გახდებიან, მათ უკვე აქვთ მსგავსი გამოცდილება. ორგანიზაციამ კვლევა 161 ქვეყანაში ჩაატარა, მათი საკვლევი პერიოდი კი 2000-დან 2018 წლამდე იყო.  როგორც ქალები აღნიშნავენ, მათზე არამარტო ქმრები, არამედ სხვა ადამიანებიც ძალადობდნენ. როგორც დოქტორმა კლაუდია გარსია-მორენომ აღნიშნა, ეს პრობლემა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ქვეყანას არ ეხება, არამედ, მსგავსად პანდემიისა, ესეც გლობალური პრობლემაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ასევე გაასაჯაროვა ის ქვეყნები, რომლებშიც ძალადობის დონე მაღალია, სამწუხაროდ, განვითარებადი ქვეყნები სიის თავშია. ფიჯი, სამხრეთ აზიის ქვეყნები, აფრიკის კონტინენტი ქვეყნები – ამ ტერიტორიებზე ძალადობის დონე განსაკუთრებით მაღალია. ევროპაში ეს რიცხვი 16-23%-ია, ხოლო ცენტრალურ აზიაში – 18%.

Photo Credits to MONEY SHARMA/ GETTY IMAGES

აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდი ამ კვლევაში ასახული არ არის. პანდემიის დროს ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ამ ყოველივეს გაერთიანებული ერების ქალთა ორგანიზაციის დირექტორი Shadow Pandemic-ს უწოდებს, რადგან მსგავს შემთხვევებზე ინფორმაცია თითქმის არ ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქვეყნებს, რომ საჭირო ზომები მიიღონ ამ პრობლემასთან საბრძოლველად. მათ აუცილებლად უნდა გამონახონ რესურსები იმ ქალებისთვის, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ.