ბაფტამ ,,ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდოს ნომინანტები დაასახელა

ბრიტანეთის ფილმისა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიამ (BAFTA) 3 მარტს ,,ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდოსთვის ხუთი კანდიდატურა დაასახელა. ,,ამომავალი ვარსკვლავი“ ბრიტანული კინოაკადემიის ერთადერთი ტიტულია, რომლის ნომინანტებსაც ხმას არა ფილმის კრიტიკოსები, არამედ მოქალაქეები აძლევენ. მსახიობთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

Photo Credits to Le Journal Des Femmes

Bukky Bakray ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტია. ის მხოლოდ 17 წლის არის და მისი დებიუტიც მხოლოდ ორი წლის წინ, სარა გავრონის ფილმში ,,Rocks შედგა.

ბაკი სკოლის მოსწავლის როლს ასრულებს, რომელსაც ეშინია, რომ პატარა ძმა ემანუელთან დააშორებენ თუკი მათი საიდუმლო გამჟღავნდება. ისინი მარტო ცხოვრობენ და შესაძლოა სწორედ ეს აღმოჩნდეს მათი განცალკევების მიზეზი. მეგობრები მას სოციალური აგენტისა თუ სახელმწიფო უწყებების სხვა წარმომადგენლებისგან თავის არიდებასა და დამალვაში ეხმარებიან. ეს ყველაფერი კი ემოციურ თავგადასავლად გადაიქცევა. ფილმმა ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოებაზე ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა.

ბაკი ბეკრეი ფილმის შესარჩევ ქასთინგზე აღმოაჩინეს, სადაც 1300 ახალგაზრდასთან ერთად იღებდა მონაწილეობას. უმეტესობა მათგანს მსახიობობის პროფესიონალური გამოცდილება არც გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას ყოველთვის სურდა სამსახიობო კარიერა ჰქონოდა, დიდი ხნის განმავლობაში ეს ყველაფერი მაინც უბრალო ოცნებად რჩებოდა. ბეკრეი ფიქრობდა, რომ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე და-ძმების მსგავსად, მასაც ამ პროფესიის არჩევა მოუწევდა. თუმცა ყველაფერი შეიცვალა. ბაკი ამჟამად ახალ ფილმზე მუშაობს, რომელიც თვითდაზიანებისკენ მიდრეკილი გოგონას ცხოვრებაზე მოგვიყვება.: ,,დიდი პატივია ჩემთვის, რომ კაროერის ადრეულ ეტაპზევე გავხდი აღმოჩენის ღირს. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა. მადლიერი ვარ ყველა იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც აკადემიისგან და ადამიანებისგან ვიღებ“- ამბობს ის .

Photo via IMDB

Conrad khan ცნობილია თავისი როლით ფილმში County Lines, სადაც ის 14 წლის ტაილერს განასახიერებს. რეალურ მოვლენებზე დაფუძნებულ კინოში ტაილერი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც ნარკოტიკების ტრასპორტირებასა და გადაზიდვაში იღებს მონაწილეობას. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი დამანგრეველ შედეგებს იწვევს: „რვა თვე გავატარე სცენარისა და ტაილერის ცხოვრების ყველა დეტალის შესწავლაში. ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სიუჟეტი აქვს ამ ამბავს, რომლის წაკითხვაც დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის. გულწრფელად აღფრთოვანებული ვიყავი პროცესში.“

20 წლის კონრადი ლონდონში პაკისტანელი და გერმანელი მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ გაიზარდა. მან მთავარი როლი შეასრულა სკოლის პიესაში „ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა“ , რომლის შემდეგაც რამდენიმე წელი გაატარა არკოლას ახალგაზრდულ თეატრში. მას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა სარეკლამო რგოლებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებში.

2016 წელს კონრადმა ახალგაზრდა კრის ჰემსვორტის როლი შეასრულა ფანტასტიკური ჟანრის ბლოკბასტერში The Huntsman: Winter’s War-ში და მონაწილეობა მიიღო ასევე HBO-ს მიუზიკლში Pilot Virtuoso. 2019 წელს ახალგაზრდა მსახიობი როლანდ კენედის მოკლემეტრაჟიანი ფილმში „მგზავრი“ გამოჩნდა და პარალელურად ენდრიუ სკოტის „შავი სარკის“ ეპიზოდში Smithereens, მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა. გასულ წელს მან BBC-ის დრამატულ სერიალშიც „Baptiste“ მიიღო მონაწილეობა. „დიდი მადლობა BAFTA- ს ამ ნომინაციისთვის! აღფრთოვანებული ვარ და ვამაყობ, რომ ასეთ დიდ კომპანიაში ვიმყოფები – EE Rising Star Award არის ისეთი რამ, რაზეც ვერასდროს ვიოცნებებდი ჩემი კარიერის დასაწყისში. მოუთმენლად ველი ამ წლის დაჯილდოებაში მონაწილეობას“ – ასე შეაფასა კონრადმა ნომინანტთა სიაში ყოფნა.

Photo Credits to TIME OUT

Ben-Adir ლონდონის ჩრდილოეთში, კერძოდ კი კენტინში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს ასწავლიდა სკოლაში. ახლა კი ის წლის ყველაზე პოპულარულ და განხილვად ფილმში One Night in Miami-ში თამაშობს მთავარ როლს.

ფილმის სახელი სიუჟეტსაც ხსნის. რეჯინა კინგის სარეჟისორო დებიუტში ფოკუსი 1964 წლის იმ ღამეზეა, როდესაც მუჰამედ ალი მძიმე წონით კატეგორიაში სონი ლისტონს ამარცხებს. ბრძოლის შემდეგ მუჰამედი, მალკოლმ იქსი, ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის მოთამაშე ჯიმ ბრაუნი და მომღერალი სემ კუკი გამარჯვების აღსანიშნად მაიამის სასტუმროში მიდიან, სადაც ისინი ცხარე დებატებში ერთვებიან რასის, პოლიტიკისა და პოპულარულობის შესახებ.

ბენისთვის ეს რეალური პერსონაჟის განსახიერების პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ის ასევე ცნობილია ბარაკ ობამას როლის შესრულებით მინი სერიალში „The Comey Rule“. 35 წლის ადირი ყველაზე ასაკოვანი ნომინანტია დანარჩენ ოთხ მონაწილესთან შედარებით. მას უკვე აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი სამსახიობო კარიერა. ის არაერთხელ ყოფილა ნეტფლიქსის სერიალებში, მათ შორის ალესილ კეპებში, სადაც პოლკოვნიკ ბენ იუნგერის როლს ასრულებდა.

„ერთი ღამე მაიამიში“ ნამდვილად დიდი ნაბიჯია კინოინდუსტრიაში. თუმცა, თავდაპირველად ფილმმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა იმის გამო, რომ ცნობილ ამერიკელ ფიგურებს ბრიტანელები ასახიერებდნენ: „მე მომეწონა შესრულება, ამიტომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რა წარმომავლობისაა ადამიანი“ – თქვა რეჟისორმა რეჯინა კინგმა და დაამატა, რომ ბენი მოცემული როლისთვის საუკეთესო კანდიდატურა იყო.

Photo Credist to TIME OUT

Morfydd Clark-მა ფსიქოლოგიურ თრილერში Saint Maud-ში შესრულებული მთავარი როლისთვის უამრავი დადებითი შეფასება მიიღო.

16 წლის ასაკში კლარკს დედამ მსახიობობა შესთავაზა და მალევე გოგონა აღმოჩნდა არამხოლოდ უელსის, არამედ ბრიტანეთის ახალგაზრდული თეატრებისა და უელსის ეროვნული ოპერის ყურადღების ცენტრში.

მორფიდს პატარაობიდანვე ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ჰქონდა. ამ ყველაფერმა კი სასკოლო ცხოვრება მისთვის რთული გახადა. თუმცა, მალევე კარდიფში აღმოაჩინეს სკოლა, სადაც მის საჭიროებებს ყურადღებით ეკიდებოდნენ და, სადაც მსგავსი დიაგნოზის უამრავი ბავშვი სწავლობდა. სწორედ ამ სკოლის მასწავლებლებმა უბიძგეს მას სამსახიობო კარიერას მიჰყოლოდა.

მისი კარიერა განსაკუთრებით მას შედეგ შევიდა აქტიურ ფაზაში, რაც გასულ წელს არმანდო იანუკის ფილმის ადაპტაციაში დევიდ კოპერფილდის ისტორიის შესახებ ორი მთავარი როლი შეასრულა. ის მონაწილეობდა, როგორც დევიდის საცოლე და ასევე, როგორც კოპერფილდის დედა. თუმცაღა, ძალიან ცოტამ თუ გაიაზრა, რომ ორივე მათგანს ერთი და იგივე ადამიანი ასრულებდა.

მის სხვა როლებში შედის კლარა, BBC-ის ფილმში „His Dark Materials“. ის ამჟამად ახალ ზელანდიაში ფილმის „ბეჭდების მბრძანებელი“ გადაღებაზეა. კლარკი ელფ გალადრიელის როლს მოირგებს, რომელიც ქეით ბლანშეტმა პიტერ ჯექსონის ფილმის ტრილოგიაში დასამახსოვრებლად შეასრულა.

Photo via IMDB

პანდემიის მიუხედავად, 2020 წელი წარმატებული გამოდგა Ṣọpẹ́ Dìrísù-თვის. მან ელიოტ ფინჩის როლი შეასრულა Sky Atlantic’s ფილმში „Gangs of London“. მისმა სამსახიობო უნარ-ჩვევებმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო.

30 წლის შოპა ლონდონში ნიგერიელ მშობლებთან ერთად გაიზარდა. სტუდენტობის დროს იგი გამოირჩეოდა სამსახიობო შესაძლებლობებით, ამიტომ მან სწავლა ეკონომიკის ნაცვლად, ახალგაზრდულ თეატრში გააგრძელა. მალევე ის Royal Shakespeare Company-ის პროგრამის ნაწილი გახდა და მისი პირველი დებიუტიც შექსპირის პერიკლეს როლის შესრულებით შედგა. მას ასევე ჰქონდა როლები The Young Vic-სა და Donmar Warehouse- ში.

დირუსუს დიდი სატელევიზიო დებიუტი კი 2016 წელს იყო, როდესაც კრის ჰემსვორტისა და შარლიზ ტერონის გვერდით ითამაშა ფილმში „The Huntsman: Winter’s War“. გარდა ამისა, მან მიიღო მონაწილეობა Sand Castle-ში ნიკოლას ჰულტთან და ჰენრი კავილთან ერთად. სხვა ფილმების ჩამონათვალს კი მიეკუთვნება ფილმი Criminal, კევინ კოსტნერისა და გარი ოლდმანის მონაწილეობით. Gangs of London-ის გარდა, მისი სატელევიზიო როლები მოიცავს სერიალებს Next of Kin, Black Mirror, Undercover და Humans.

შოპა იხსენებს იმ მომენტს, როდესაც გაიგო რომ ბაფთაზე იყო წარდგენილი: „უბრალოდ არ მჯეროდა. მე მაშინვე დავურეკე ჩემს ოჯახს. სიმღერისა და ლოცვების ხმა მესმოდა ტელეფონიდან.“

ნომინაცია „ამომავალი ვარსკვლავი“ 2006 წლიდან არსებობს. ფრანგი მსახიობი ევა გრინი იყო პირველი ქალი, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო, ხოლო ამერიკელი კრისტენ სტიუარტი ყველაზე ახალგაზრდა, რომელსაც ეს ტიტული ერგო.

კინოაკადემიის ნომინანტთა სრული სია 9 მარტს გახდება ცნობილი. ბრიტანეთის ფილმისა და სატელევიზიო ხელოვნების აკადემიის 74-ე დაჯილდოება კი 11 აპრილს, ალბერტ ჰოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.