EY Georgia-ს მმართველ გუნდში ცვლილებებია

EY Georgia-ს მმართველ გუნდში ცვლილებებია. ანი სუბელიანი კომპანიის სტრატეგიისა და გარიგებების უფროსი იქნება, ხოლო გიორგი ცინცქილაძე საკონსულტაციო მომსახურებას ჩაუდგება სათავეში. ისინი ჩაანაცვლებენ ზვიად მემარნიშვილს, რომელმაც დააფუძნა და ხელმძღვანელობდა ამ სერვისულ ხაზებს საქართველოში.

Photo Credits EY Georgia

ანი სუბელიანი თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მაგისტრია. იგი მონაწილეობდა ფინანსური საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრში. ამასთან ერთად, ანი სუბელიანს გამოცდილება აქვს საბანკო საქმის, საცალო ვაჭრობის, ენერგეტიკის, აგრო, უძრავი ქონებისა და სხვა ინდუსტრიულ სფეროებში.

გიორგი ცინცქილაძის მთავარი სფერო კიბერ-უსაფრთხოებაა. მან განათლება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით მიიღო. გიორგი ცინცქილაძე 2014 წელს შეუერთა EY-ს გუნდს. ამ დროიდან კი იგი ხელმძღვანელობდა პროექტებს, რომლებიც სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს ეხმარება, დაიცვან თავიანთი საწარმოები, გაზარდონ ტექნოლოგიური შესაძლებლობები და განავითარონ თავიანთი ბიზნესი ძლიერი კიბერ-უსაფრთხოების საშუალებით.

ცნობისთვის, ზვიად მემარნიშვილი თექვსმეტი წელი უძღვებოდა EY Georgia-ს. იგი 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გარიგებებს ხელმძღვანელობდა. რუსლან ხოროშვილი, EY Georgia-ს მმართველი პარტნიორი მადლობას უხდის ზვიად მემარნიშვილს გაწეული საქმიანობისთვის და დასძენს: „ჩვენ ვამაყობთ ანისა და გიორგის სწრაფი განვითარებით და დარწმუნებული ვართ, რომ მათ შეუძლიათ გააგრძელონ მემკვიდრეობა.“

Ernst & Young ლონდონში დაფუძნებული მრავალეროვნული პროფესიული მომსახურების ქსელია. EY ერთ-ერთია მსოფლიოს ოთხი უდიდესი საბუღალტრო კომპანიიდან (Big Four: EY, Deloitte, KPMG, PricewaterhouseCoopers).