მობილური თამაშის სტარტაპის Coly Inc დამფუძნებლები, 32 წლის ტყუპი დები ანნა და მიზუკი ნაკაჯიმა მულტიმილიონრები მას შემდეგ გახდნენ, რაც იაპონიის საფონდო ბირჟაზე ქალებზე ორიენტირებული მობილური თამაშების კომპანია მოათავსეს.
ბოლო დახურვის მონაცემებით, თითოეული დის 33.75%-ის წილი 141,5 მილიონ დოლარს შეადგენს.
თამაში, ძირითადად, ქალ ფანებზეა ორიენტირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი ფირმის 200 თანამშრომლიდან სამი მეოთხედი ქალია.
2014 წლამდე, სანამ დები Coly-ს ჩამოაყალიბებდნენ, არც ერთს არ ჰქონია ტექნიკური განათლება. მიზუკი მუშაობდა Morgan Stanley MUFG Securities Co-ს საინვესტიციო განყოფილებაში, ანნა კი იაპონიის Sankei-ს გაზეთში.
„იაპონიაში ნამდვილად გამონაკლისია მსგავსი შემთხვევები, როდესაც ქალები ქმნიან კომპანიას და მას საფონდო ბირჟაზე ათავსებენ“, – ამბობს დაისუკე იჯიმა (Daisuke Iijima), Teikoku Databank-ის მთავარი მკლევარი. ინფორმაციის მიხედვით იაპონიაში ფირმების მხოლოდ 8%-ის აღმასრულებელი დირექტორია ქალი. პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში კი კომპანიების 5%-ზე ნაკლებს ქალები ხელმძღვანელობენ. ამიტომ, იჯიმას თქმით, ეს შემთხვევა მართლაც რომ გამორჩეული და დასაფასებელია.
სერკან ტოტო (Serkan Toto), იაპონური Kantan Games-ის ანალიტიკოსმა, დაამატა, რომ დების ისტორია საკმაოდ უცნაურია იაპონური „ბიჭების კლუბის“ ინდუსტრიაში.