Citibank არასწორად გადარიცხულ ნახევარ მილიარდ დოლარს ვერ დაიბრუნებს

ტრანზაქციების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უხეში შეცდომის გამო, სასამართლო დადგენილების მიხედვით, Citibank ნახევარ მილიარდს ვერ დაიბრუნებს. კომპანია Revlon-სა და სხვა ფირმებში გადარიცხული თანხის დაბრუნება უკვე შეუძლებელია. Citibank-ი Revlon-ის აგენტის პოზიციაზე იყო, ბანკს უნდა გადაერიცხა 8 მილიონი აშშ დოლარი კოსმეტიკული კომპანიის გამსესხებლებისთვის, მაგრამ შემთხვევით Citigroup-მა 900 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა მათ ანგარიშებზე. ეს ყოველივე გასულ წელს მოხდა.

Photo Credits to Citibank

Citibank-მა სასამართლოში განაცხადი 11 აგვისტოს შეიტანა, სამწუხაროდ, მათ ისევ არ მიუღიათ 500 მილიონი აშშ დოლარი 10 კომპანიისგან, რომლებსაც არ სურთ თანხის დაბრუნება. ნიუ-იორკში არსებული კანონის discharge-for-value-defense-ის გამო, მათ ეს მოვალეობა არ ეკისრებათ. ფედერალურმა მოსამართლე ბენჯამინ ფაინსტოუნმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამ ფირმებს არ მოუწევთ, Citibank-ს გადაუხადონ თანხა.

მოსამართლის გადაწყვეტილება, ძირითადად, განსაზღვრა იმ ფაქტმა, რომ Citibank-მა ამ ყოველივეს შესახებ საკმაოდ გვიან განაცხადა. მათ ამ შეცდომის შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყვეს, რაც საეჭვო აღმოჩნდა სასამართლოსთვის. ამავდროულად, გავრცელდა თანამშრომლების პირადი მესიჯები, რომლებშიც ისინი დაკარგულ თანხაზე საუბრობდნენ. აღსანიშნავია, რომ Citigroup კვლავ განაგრძობს ბრძოლას, რადგან მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.