საუდის არაბეთის ქალთა უფლებების დამცველი Loujain al-Hathloul ციხიდან გაათავისუფლეს

Marieke Wijntjes via Reuters

CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის Loujain al-Hathloul, საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქალთა უფლებების დამცველი, 1000 დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებულია.

კრიტიკოსების აზრით, იგი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით იქნა დაკავებული 2018 წლის მაისში, რაც მიზნად ისახავდა სამეფოს კანონების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგის „განეიტრალებას“.

Hathloul-ს თქმით, პტიმრობისას მას აწამებდნენ და, ასევე, იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც, რასაც Riyadh არ აღიარებს. აღსანისნავია, რომ ეს ქმედება დაგმობილ იქნა გაეროსა და სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ. ხოლო მისი გათავისუფლება, უშუალოდ შეიძლება დავაკავშიროთ საუდის არაბეთისადმი თეთრი სახლის მოწოდებასთან, პოლიტპატიმრებისა და ქალთა უფლებება დამცველების გათავისუფლების შესახებ.

რამდენადაც ცნობილია, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ იზრუნებს საუდის არაბეთში ადამიანთა უფლებების გაუმჯობესებაზე, რაც ერთგვარი სიახლეა ამ მხრივ დონალდ ტრამპის პასიურობის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ჰათლოლს სრული თავისუფლება არ მიუღია, მას მოუწევს სამი წლის პირობით პატიმრობაში გატარება, რომლის განმავლობაშიც იგი შეიძლება დაპატიმურებულ იქნას ნებისმიერი უკანონო ქმედების გამო. ამასთან, 5 წლის განამავლობაში მას აკრძალული ექნება მოგზაურობა.

Loujain al-Hathloul-ის ძმის განცხადებით, მათი ოჯახი ბედნიერია თავისი დის გათავისუფლებით, თუმცა იქ, სადაც არ არიან ჩართულნი დამოუკიდებელი გამომძიებელები და ჰათლოლს კიდევ კარგა ხანს მოუწევს ბრალდებით ცხოვრება შეზღუდვების პირობებში, ჯერ ძალიან ადრეა სამართილიანობაზე ლაპარაკი.