მარსი პლეადების გვერდით – სანახაობა, რომელიც 2038 წლამდე არ განმეორდება

მიმდინარე კვირას „დედამიწელებს“ გვაქვს შესაძლებლობა ვიხილოთ მარსი – მზის სისტემის მეოთხე პლანეტა, საუკეთესო ხედით, როდესაც იგი ღამის ცის ერთ-ერთ ულამაზეს ობიექტთან – პლეადებთან ახლოს გაივლის.

Photo via Forbes

აღნიშნული სანახაობის ხილვის შესაძლებლობა 2038 წლამდე აღარ მოგვეცემა. მართალია, გასული წლის აპრილში, ჩვენ ვიხილეთ ვენერა პლეადებში, თუმცა, მარსისა და პლეადების შეხვედრა 1991 წლის შემდეგ აღარ მომხდარა. 

პლეადები, ცნობილია როგორც M45 და „შვიდი და“ (თუმცა ადამიანების უმეტესობას მხოლოდ ექვსი ვარსკვლავის ხილვის შესაძლებლობა აქვს შეუიარაღებელი თვალით), იგი არის „ღია გროვა“ ან „გალაქტიკური გროვა“ კაშკაშა ვარსკვლავებისა, კუროს თანავარსკვლავედში. ადვილად შესამჩნევი ბუნდოვანი ლაქა, რომელსაც ალბათ შეამჩნევდით, თუ ოდესმე ღამის ცისთვის შეგიხედავთ ნოემბრიდან მარტამდე პერიოდში, ეს ვარსკვლავები სულ რაღაც 100 მილიონი წლისაა.

ციური სანახაობის ხილვა შესაძლებელია 2021 წლის 2 მარტიდან, როდესაც, მარსი მჭიდროდ გაივლის ორ ელვარე ვარსკვლავს Electra-სა და Atlas-ს და  2021 წლის 4 მარტს დაშორდება მათ.

კონტრასტი მარსსა და პლეადებს შორის საკმაოდ ნათელია, ორივე მათგანის დანახვა შესაძლებელია შეუიარაღებელი თვალით, რადგან მარსი ანათებს, გამორჩეული სიწითლით, ხოლო პლეადები ცისფრად კაშკაშებს.