Twitter სასაუბრო სივრცეების ფუნქციონალს ამატებს

Twitter ანდროიდის მომხმარებლებს  პირდაპირი ჩართვის სასაუბრო სივრცეებს შესთავაზებს. ამის შესახებ განცხადება 2 მარტს გაკეთდა და ახალი ფუნქცია საზოგადოებას Twitter Spaces-ის სახელით გააცნეს.

კომპანია თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა Twitter Space-ზე ბეტა-დებიუტის შემდეგ. მისი აზრობრივი რუკა კი საკმაოდ გამჭვირვალე იყო: გასულ თვეში Twitter Space-ის შემქმნელმა გუნდმა მომხმარებლებს უმასპინძლა სივრცეში, სადაც მათ შეეძლოთ გაეზიარებინათ უკუკავშირი, დაესვათ შეკითხვები და გასცნობოდნენ Twitter-ის გრძელვადიან და უახლოეს გეგმებს. ამ პირდაპირი ჩართვით საუბრისას Twitter-მა დაადასტურა, რომ Spaces ფუნქცია ანდროიდებისთვის მარტში გახდება ხელმისაწვდომი.

Spaces-ის სხვა ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა: Space Room-ის აღწერა, დაგეგმვის ვარიანტები, მოდერატორებისა და თანაწამყვანების მხარდაჭერა, სტუმრების სია ზიარდება საჯაროდ. Twitter-მა ბეტა-ტესტირების შემდეგ ასევე განაახლა სტუმრის პირდაპირი  ჩართვის სასაუბრო სივრცეში დაშვებამდე წინასწარი გადახედვის გრაფა.

ახალი ფუნქციონალის გამოყენებას მომხმარებლები მალე შეძლებენ, თუმცა Twitter-ი ზუსტ თარიღს არ ასახელებს.