მილიარდელი ილონ მასკი ახალი ქალაქის დაარსების ინიციატივით გამოდის. ქალაქი ტეხასში SpaceX–ის სარაკეტო გამშვები ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდება. სახელად კი Starbase დაერქმევა. ამის შესახებ მასკმა ტვიტი გამოქვეყნა
Forbes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგი უკვე დაუკავშირდა ტეხასის ოფიციალურ პირებს მოსალაპარაკებლად. კამერონის მუნიციპალური მოსამართლის, ედი ტრევინოს თქმით ამ ეტაპზე მასკი ცდილობს შემოიერთოს ტეხასის შტატის ერთ-ერთი სოფელი ბოკა ჩიკა, სადაც SpaceX თავისი რაკეტის, Starship-ის შექმნაზე იმუშავებს. სოფელი მოგვიანებით გაფართოვდება და საბოლოოდ გადაიქცევა Starbase-ად. მოსამართლემ ასევე დასძინა, რომ შტატი ღიაა ამ შემოთავაზების მისაღებად, მაგრამ აუცილებელია ეს პროცესების წარმართვა კანონების დაცვით.