მსოფლიოში ყველაზე დიდი ნახატის ახალი რეკორდი ხელოვნების მასწავლებელმა დაამყარა

დიმონდ ვიპერ-იანგი მუშაობის პროცესსში. ფოტო: The Franklin Institute

63 საათი, სახატავი მარკერები და დიმონდ ვიპერ-იანგის მონდომება – ასე შეიქმნა ზომით ყველაზე დიდი ინდივიდუალურად შესრულებული ნახატი, რომლის ფართობიც 605 კვ. მეტრია.

დიმონდი ხელოვნების მასწავლებელი და არტისტია, რომელიც დუდლის ჟანრში ხატავს. მისი მოტივაცია იყო რწმენა, რომ თითოეულ ჩვენგანში ულევი კრეატივია და არ უნდა შეგვეშინდეს საკუთარი „კრეატიული პულსის“ გამოღვიძების.

იანგმა 2020 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა – იტალიელ არტისტ FRA!-ს მიერ იმავე სტილში შესრულებული 567 კვ. მეტრ ფართობის ნამუშევარი.

ნახატი Crayola IDEAworks: The Creativity Exhibition-ის ფარგლებში შეიქმნა, The Franklin Institute-ში და გამოფენის მიზანიც ვიზიტორთა კრეატიული გამოღვიძებაა.