2021 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.3 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.4%), ზეთი და ცხიმი (4.9%), ხილი და ყურძენი (2.6%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.9%), პური და პურპროდუქტები (1.5%). თუმცა, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-2.7%);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.7%);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.7 პროცენტიანი მატება, რაც 0.21 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების და ღამის გასათევით მომსახურების ქვეჯგუფებზე.
რაც შეეხება ყოველწლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებას, ძირითადი ზეგავლენა შემდეგ ჯგუფებზე ცვლილების შედეგია:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.03 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი , შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული ყავა, ჩაი და კაკაო. თევზეული , პური და პურპროდუქტები (8.7%), რძე, ყველი და კვერცხი (6.4%). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.1%) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.8%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.8 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ქვეჯგუფებზე;
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.3 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი ,საყოფაცხოვრებო საგნები, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება,ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი.
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.1-პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.52 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (11.2%), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.5%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 21.2-პროცენტიანი კლება, რაც -1.85 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-33.8%) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-29.0%).