Netflix-ის სერიალმა „ლაზიერის გამბიტი“ 2021 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა – საუკეთესო მინი სერიალისა და სატელევიზიო შოუს კატეგორიასა და ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი მინი სერიალებში. ეს უკანასკნელი ჯილდო 24 წლის ანია ტეილორ ჯოიმ, მთავარი პერსონაჟის, ბეთ ჰარმონის როლის შემსრულებელმა მსახიობმა მიიღო. აღსანიშნავია, რომ ტეილორ-ჯოი პირველი ლათინური წარმოშობის მსახიობია, ვინც ეს ჯილდო მიიღო.
2020 წლის 23 ნოემბერს, ლაზიერის გამბიტის გამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ, Netflix-მა გამოაცხადა, რომ სერიალს 62 მილიონი ოჯახი უყურებდა და ის ყველაზე მეტჯერ ნანახი მინი სერიალია.
„მე ძალიან მიყვარს ჭადრაკი! მომიწია ახალი უნარების ათვისება რამდენიმე ფილმისთვის სადაც მონაწილეობას ვიღებდი, ამიტომ ახლა მოუთმენლად ველოდები დასვენების დღეებს, რათა დავუბრუნდე ჭადრაკის თამაშს“, – თქვა ანია ტეილორ-ჯოიმ ინტერვიუში, გამარჯვების შემდეგ.
„ამ პროექტში მონაწილეობას კიდევ ერთხელ მივიღებდი“, – დაამატა მსახიობმა. „ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და უზომოდ მადლიერი ვარ. მადლობა აუდიტორიას, ვინც უყურა სერიალს და მხარი დაუჭირა პერსონაჟებს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის“.