NASA-ს სათაო ოფისის შენობას მერი ჯექსონის სახელი ერქმევა. მერი ჯექსონი სააგენტოს პირველი აფრო-ამერიკელი ქალი ინჟინერი იყო.
ჰემპტონის უნივერსიტეტის მათემატიკისა და ფიზიკის ფაკულტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, მერი ჯექსონი NASA-ს გუნდს შეუერთდა. იგი მკვლევარი მათემატიკოსი იყო და კომპანიაში მუშაობის 34-წლიანი გამოცდილებაც დააგროვა. ამასთანავე, ქალმა მოღვაწეობის ისტორიაში 12 მონოგრაფია გამოაქვეყნა. გარდაცვალების შემდეგ კი კონგრესის ოქროს მედალი მიენიჭა.
მერი ჯექსონზე გადაღებული ერთ-ერთი ბიოგრაფიული ფილმის მიხედვით, ინჟინერს დიდხანს „ფარულ ფიგურად“ მოიხსენიებდნენ. NASA-ს ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება კი ამ თეზისის უარყოფას ეძღვნებოდა. „ჩვენ პატივს მივაგებთ ქალების, აფროამერიკელების და ნებისმიერი წარმოშობის ადამიანის წვლილს, ვისი წყალობითაც, ნასას ისტორია ასეთი წარმატებული გახდა. მერი ჯექსონმა აფრო-ამერიკელებისათვის ბარიერების ნგრევას და ტექნოლოგიებისა თუ კონსტრუირების სფეროში ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას შეუწყო ხელი~, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ჯიმ ბრანდენშტეინმა.