ქლოა ჭაო ოქროს გლობუსის საუკეთესო რეჟისორის კატეგორიის გამარჯვებული გახდა. იგი ამ ჯილდოს მფლობელი მეორე ქალი და პირველი აზიელი ქალი რეჟისორია. ჭაოს ეს ისტორიული გამარჯვება ფილმმა Nomadland მოუტანა.
ახალგაზრდა რეჟისორის ფილმი მოგვითხრობს ქალის შესახებ, რომელიც საკუთარ სახლს ამერიკის დასავლეთით მოგზაურობისათვის ტოვებს. ფილმში მთავარ როლს ფრენსის მაკდორმანდი ასრულებს.
ქლოე ჭაო წარმოშობით ჩინელი რეჟისორია. მისი დებიუტი 2015 წელს შედგა. ქალი 31 წლისაა, ის რამდენიმე საერთაშორისო კონოფესტივალის მონაწილე და გამარჯვებულიცაა: მათ შორის, ტორონტოსა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალების.
ოქროს გლობუსის დაჯილდოება ონლაიან მიმდინარეობდა. გამარჯვების შემდგომ, ვირტუალურ პრესის ოთახში რეჟისორმა თქვა: „დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინაშე კიდევ ბევრია, ვინც იმსახურებს იმავე აღიარებას.“
ოქროს გლობუსის 78-ე დაჯილდოება ქალების სიმრავლით გამოირჩეოდა. შეგახსენებთ, რომ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გასამარჯვებლად სამი ქალი რეჟისორი იბრძოდა. ქლოა ჭაოს ისტორიულ გამარჯვებამდე, ერთადერთი ქალი რეჟისორი, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება შეძლო, ბარბარა სტრეიზანდი იყო. 1983 წელს იგი ფილმისათვის Yentl დააჯილდოვეს.