ევროკავშირის წევრი ქვეყნები სამომავლოდ კოვიდ ვაქცინის „პასპორტების“ გამოყენებას განიხილავენ

ხუთშაბათს გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ გადაწყვიტა ზაფხულისთვის კორონა ვირუსის ვაქცინის პასპორტების/სერთიფიკატების შემოღება.

თუმცა, აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის ლიდერების პოზიცია ორ ნაწილად იყოფა. ზოგიერთ ქვეყანას სურს ამ პრობლემის განხილვა ევროკავშირის მასშტაბით და არა ცალკეული ქვეყნებისთვის სერტიფიკატების შემუშავება. ზოგი კი ფიქრობს, რომ მსგავსი დოკუმენტაცია დისკრიმინაციას გამოიწვევს.

საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ლიდერები „შეთანხმდნენ გაეგრძელებინათ მუშაობა საერთო მიდგომაზე“. მან ასევე ახსენა, რომ საჭიროა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან უფრო მჭიდრო კომუნიკაცია და ასევე ციფრული საკითხების გაუმჯობესება.

საბერძნეთი, სადაც ტურიზმი ქვეყნის მშპ-ს 25%-ს შეადგენს, ლიდერობს კოვიდ-პასპორტის მიღების ინიციატივაში, რათა შეძლოს ზაფხულის ტურისტული სეზონით სარგებლობა.

ათენი მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრიტანეთთან, ციფრული „მწვანე ფასის“ გამოყენების თაობაზე, რომელსაც ის მალე ისრაელთან გამოიყენებს და გასცემს ამ სერტიფიკატს იმ ადამიანებზე, ვისაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა ექნება გაკეთებული. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა აკის სკერტსოსმა ასევე გამოაცხადა, რომ არავაქცინირებულ ტურისტებს ამ ზაფხულს მაინც ექნებათ შანსი ეწვიონ საბერძნეთს. თუმცა, BBC-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ ეს პროცედურა უფრო დიდ დროს წაიღებს, რადგან მათ შესაძლოა ტესტირება, შემდეგი კი თვითიზოლაცია დასჭირდეთ.

ესპანეთი, ავსტრია და ბულგარეთი ასევე მხარს უჭერენ ევროკავშირის მასშტაბით გაცემულ კოვიდ-პასპორტს. ავსტრია კი აცხადებს, რომ ის დამოუკიდებლად დაიწყებს ამ სერტიფიკატის შემუშავებასმ თუ ევროკავშირი ვერ შეძლებს ამ გეგმის განახორციელებს გაზაფხულზე.

ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა გამოაქვეყნა განცხადება – „ჩვენ ვემხრობით ციფრულ მწვანე ფასს, ისრაელის მსგავსად“. „ეს საშუალებას მოგცემთ თქვენს მობილურ ტელეფონზე ჩამოტვირთოთ ტესტირების დასტური, ან იმის მტკიცებულება რომ გამოჯანმრთელებული ხართ. ჩვენი მიზანია, თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი ჩაკეტვა და შევძლოთ თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირის ტერიტორიაზე.“

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, სამიტის დასრულების შემდეგ ინტერვიუში გამოაცხადა – „ყველანი შევთანხმდით, რომ ჩვენ ვაქცინაციის ციფრული სერტიფიკატი გვჭირდება… ეს შესაძლებელს გახდის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობას და მესამე ქვეყნებიდან ევროკავშირში შემდგომი მოგზაურობის გზას გახსნის.“ თუმცა, მისი აზრით, უსამართლო იქნება მოგზაურობისას პრივილეგიების დაწესება მათთვის, ვინც აცრილი იქნება, სანამ ვაქცინა ყველასთვის გახდება ხელმისაწვდომი. ასევე, კანცლერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ვაქცინაცია ერთადერთი ვარიანტი მოგზაურობისთვის ვერ იქნება, რადგან მაგალითად არასრულწლოვნებისთვის ის ჯერ-ჯერობით არ არის ნებადართული. მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკომისიას ამ დოკუმენტების ტექნოლოგიის შექმნისთვის სამი თვე მაინც დაჭირდება.