25 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ფინანსთა ყოფილი მინისტრი – ოქსანა მარკაროვა დანიშნა ქვეყნის ახალი ელჩის პოზიციაზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ელჩმა ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში ეფექტური დიალოგის დამყარებას ამერიკის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან.
„მის კანდიდატურას აქვს სამი ძირითადი უპირატესობა – პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმის მაღალი დონე და პოზიტიური აღქმა ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ოქსანა მარკაროვა იქნება მაგალითი ეკონომიკური დიპლომატიის განვითარებაში, როგორიცაა უკრაინაში ინვესტიციების მოზიდვა, ექსპორტის პოპულარიზაცია და ბიზნესის ინტერესების დაცვა. ამ პროცესში ჩვენი დიპლომატები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
უკრაინის ახალი ელჩის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელი შეუწყოს უკრაინის შიდა ტრანსფორმაციის შემდგომი პროცესების მხარდაჭერის მოპოვებას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას.
44 წლის ოქსანა ხელმძღვანელობდა უკრაინის ფინანსთა სამინისტროს 2018 წლიდან 2020 წლამდე. მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებში, რომლის შედეგადაც 15 მილიარდი დოლარის მოცულობის სახელმწიფო ვალი რესტრუქტურიზდა.