მარგარეტ ჭანგი ჩინური ვოგის რედაქტორი 27 წლის ასაკში გახდა

ჩინელ-ავსტრალიელი მოდის ბლოგერი, კონტენტის შემქმნელი და კონსულტანტი ამჯერად ჩინური ვოგის რედაქტორის პოზიციას დაიკავებს. 27 წლის ასაკში ის ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, რომელმაც ეს შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს ჟურნალის მართვის გამოცდილება, მას რეკომენდაცია ანა ვინტურმა გაუწია. ჭანგი შეცვლის ანჯელიკა ჩენგს, რომელიც ჩინური გამოცემის რედაქტორი 15 წლის განმავლობაში იყო.

Photo Credits to Margaret Zhang

„მარგარეტს შექმნილი აქვს კონტენტი არაერთი პლატფორმისთვის, მისი ხედვის გამო ის იდეალური კანდიდატია ვოგის ჩინური გამოცემისთვის.“ – ანა ვინტური

ჭანგმა მოდის ბლოგი 2009 წელს 16 წლის ასაკში შექმნა, მისი სახელი იყო Shine By Three. მარგარეტი თანდათან წარმატებული გახდა, 2014 წელს ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე მიიწვიეს, 2015 წელს Elle-ს გავლენიანი ვარსკვლავის ჯილდო მოიპოვა. 2016 წელს ფორბსის 30 Under 30 წევრი იყო აზიაში, ამავდროულად TimeOut-ის 40 Under 40 სიაშიც მოხვდა.

მარგარეტს 1.2 მილიონი მიმდევარი ჰყავს ინსტაგრამზე, ის ყველა შოუს სტუმარია და მისი უჩვეულო სტილის გამო მუდმივად ყურადღების ცენტრშია. L’Officiel, Harper’s Bazaar, Nylon, Marie Claire და Elle ხშირად წერენ მასზე. ის ფლობს ხარისხს სიდნის უნივერსიტეტისგან.