მეცნიერებმა ჯანმრთელი ადამიანის გულის რუკა შექმნეს, რომელიც დეტალიზებულია ქსოვილურ და მოლეკულურ დონეზე. მისი დახმარებით შესაძლებელია ამ სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი ორგანოს ფუნქციონირების მექანიზმის უკეთ აღქმა და გულ-სისხლძაღვთა დაავადებების წარმოშობის წყაროს დადგენა.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლებისა და მათი საერთაშორისო პარტნიორებისაგან დაკომპლექტებულმა სამეცნიერო გუნდმა ამ პროექტზე მუშობისას თითქმის ნახევარი მილიონი ინდივიდუალური ქსოვილი გამოიკვლიეს, რათა აეგოთ ადამიანის გულის სრულყოფილი ქსოვილური რუკა. გუნდმა შეისწავლა და ნიშანდობლივი განსხვავებები დაინახა 14 გულის დონორის 6 სხვადასხვა უბანს შორის. აღსანიშნავია, რომ ყველა დონორი იყო ჯანმრთელი. რუკა მოიცავს ქსოვილთა განსხვავებულ შემადგენლობებს, ადგენს გულის კუნთის ქსოვილთა ტიპებს და სისხლძარღვთა დამაკავშირებელ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია იმის დადგენა, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ქსოვილები.
კვლევა იყო პროექტ „ადამიანის ქსოვილური ატლასის“ ნაწილი, რომლის მიზანიცაა ასახოს ადამიანის ორგანიზმში არსებული თითოეული ქსოვილის სახეობა.
ადამიანის გულის შესახებ დაწვრილებითი მოლეკულური და ქსოვილური ცოდნა საშუალებას მისცემს მეცნიერებსა და ექიმებს, რომ უკეთ გამოიკვლიონ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათი წარმოშობის წყარო და აღმოფხვრის გზები. რაც მთავარია, ასეთი რუკით შესაძლებელი იქნება ინდივიდუალური მკურნალობა.
მეცნიერთა გუნდის თქმით, მათი მორიგი კვლევა შეეხება გულის სხვადასხვა უბნის ქსელთა თვითაღდგენის შესაძლებლობას.