საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია 100 მეწარმე ქალს მარტის თვეში უსასყიდლოდ მოემსახურება

საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 100 მეწარმე ქალს მარტის თვეში სრულიად უსასყიდლოდ მოემსახურება. მომსახურება მოიცავს: წლიური საშემოსავლო დეკლარაციის მომზადებას მცირე და საშუალო ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად.

ქალ მეწარმეთა მხარდაჭერის ინიციატივა მეწარმე ქალებისთვის ასევე უფასო იურიდიულ კონსულტაციას გულისხმობს, რომელსაც ასოციაციის იურისტები უზრუნველყოფენ.

საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია მუდმივად ახორციელებს ქალ მეწარმეთა მხარდამჭერ სხვადასხვა ღონისძიებებსა და პროექტებს და აგრეთვე აქტიურად არის ჩართული ასოციაციის წევრებთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის.

მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა რეგისტრაცია.