გასულ კვირას შტორმმა არაერთი ტეხასელი დააზარალა – მათ მოუწიათ საკუთარი სახლების მიტოვება, ამასთან, საჭიროებდნენ ფინანსურ დახმარებას. კონგრესვუმენმა ალექსანდრა ოკასიო-კორტესმა ფანდრაიზინგის დახმარებით ტეხასელების დასახმარებლად 4.7 მილიონი ამერიკული დოლერის მობილიზება შეძლო.
ალექსანდრამ ფანდრაიზინგის კამპანია ხუთშაბათს დაიწყო, მას შემდეგ, რაც გაუარესებულმა ამინდმა ტეხასში Electric Reliability Council of Texas დააზიანა და ნახევარ შტატს ელექტროენერგია აღარ მიეწოდებოდა. იმავე საღამოს კორტესმა მილიონი აშშ დოლარის მობილიზება შეძლო, შემდეგ დღეს კი – 2 მილიონი აშშ დოლარის. ოკასიო-კორტესი შტატშიც იყო ჩასული.
ეს ქმედება კიდევ უფრო საყურადღებო გახდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტეხასელი სენატორი ტედ კრუზი სწორედ იმ პერიოდში გაემგზავრა მექსიკაში, როდესაც შტატს არც ელექტროენერგია და არც წყალი არ მიეწოდებოდა. თანხის შესაგროვებლად კორტესმა Act Blue გამოიყენა. კონგრესვუმენი სილვია გარსიას შეუერთდა ჰიუსტონში, რომ პროდუქტები დაერიგებინა. მან განაცხადა, რომ ის თავს ვალდებულად თვლიდა, ასე მოქცეულიყო და სხვებსაც მოუწოდა, ჩაერთონ მსგავს აქტივობებში.