70 დღე, 3 საათი და 48 წუთი – სწორედ ეს დრო დასჭირდა 21 წლის ბრიტანელ ჟასმინ ჰარისონს, მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ქალ რეკორსდმენს 2020 წლის Talisker Whisky Atlantic Challenge-ის, ატლანტის ოკეანის ნიჩბოსნობით გადალახვაში. მან მოგზაურობა ესპანეთიდან დაიწყო, გადალახა 4,800 კილომეტრი და ანტიგუაში ჩავიდა. ამ პერიოდში იგი სრულიად მარტო იყო. ინფორმაციას Atlantic Campaigns ადასტურებს.
21 წლის ჟასმინ ჰარისონი შთაგონებული იყო მონაწილეობა მიეღო გამოწვევაში მას შემდეგ, რაც 2018 წელს მსგავსი რბოლა ნახა. იმ დროს, იგი ცურვას ასწავლიდა კარიბის ზღვისპირეთში.
Atlantic Campaigns-ის თანახმად, დაახლოებით 100 მილის გავლის შემდეგ, ჰარისონმა ტრავმა მიიღო. მისი ნავი გადაბრუნდა. მან ასევე მარცხენა იდაყვი დაიზიანა, რასაც ექიმმა ტელეფონით „უმკურნალა“. „ოკეანეზე ნიჩბოსნობა არ სრულდება იქამდე, სანამ უსაფრთხოდ არ გადახვალთ ხმელეთზე. რისკები ყოველთვის არის და დასვენების დრო არ გვაქვს“ – თქვა ორგანიზაციამ თავის განცხადებაში.
ჰარისონის თავგადასავალმა 14,000 აშშ დოლარის მობილიზება შეძლო, თანხა არასამთავრობო ორგანიზაციას Shelterbox მოხმარდება. ჟასმინამდე ყველაზე ახალგაზრდა ქალი, რომელმაც ოკეანე გადაკვეთა, იყო ამერიკელი ქეთი სპოცი, რომელმაც 2010 წელს 22 წლის ასაკში გადალახა ატლანტის ოკეანე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ.