Coca Cola-ს შემოსავლის ძირითადი წყარო 2021 წელს Coke Zero Sugar იქნება

Photo Credits to The Coca-Cola Co.

კოკა-კოლას კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმს ქვინსიმ CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათი პროდუქტი Coca-Cola Zero Sugar კომპანიის ზრდის ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალა იქნება 2021 წელს. „ის შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში ლიდერის პოზიციაზე დარჩეს,“ – აღნიშნა მან.

2020 წელს, პანდემიის დროსაც კი, ამ პროდუქტმა განაპირობა გაყიდვების ზრდა კომპანიაში. თუმცა, ამ ფაქტორმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კოკა-კოლას სხვა პროდუქტების წარმოება.

2017 წლიდან Coke Zero Sugar, Coke Zero-ს განახლებული ვერსია, შემოვიდა მარკეტზე და ის მიზნად ისახავდა ტრადიციული კოკა-კოლის ვერსიის გამეორებას, თუმცა ნაკლები შაქრის მოცულობით, რაც მას უფრო ჯანსაღად წარმოაჩენდა მომხმარებლების თვალში.

ბოლო 12 თვის განმავლობაში კოკა-კოლას აქციების ფასი 16%-ით დაეცა და ამჟამად კომპანიის საბაზრო ღირებულება 215 მილიარდ დოლარს შეადგენს.