ჰეილი არსენოუ კოსმოსში ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ქალი იქნება

ჰეილი არსენოუ ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი ქალი იქნება კოსმოსში. 29 წლის ქალი პროფესიონალი ასტრონავტი არაა. იგი მილიარდერ ჯარედ ისაკმენის დაგეგმილ ფრენას შეუერთდება.

Photo Credits Associated Press

ჰეილი არსენოუ Space X-ის პირველ კერძო ფრენაში მიიღებს მონაწილეობას. მსგავსი ფრენები ასტრონავტებისა და ფიზიკოსების გარდა, სხვებსაც აძლევს კოსმოსის ხილვის შესაძლებლობას. ქალს ამ მიმართულებით საკმარისი ცოდნა არ აქვს. იგი ამ დრომდე, ერთ-ერთ ჰოსპიტალში ექიმის ასისტენტად მუშაობდა.

არსენოუმ რამდენიმე წლის წინ ძვლების კიბო დაამარცხა. მას შემდგომ კი მიზნად დაისახა კოსმოსში გაფრენილიყო. ამჟამად იგი Space X-ის ფრენაში სამედიცინო ოფიცრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

როგორც თავად ქალი ამბობს, სურს, საკუთარი წარმატებით მის პაციენტ გოგონებს აჩვენოს, რომ „მათთვისაც ყველაფერია შესაძლებელი“. იგი ფრენის დროს გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს კლინიკას მოახმარს, რომელშიც მკურნალობდა და ახლა იქ მუშაობს კიდეც.

ამ დრომდე კოსმოსში ყველაზე ახალგაზრდა ქალი ნასას ასტრონავტი სილი რაიდი იყო. ჰეილი არსენოუ კი მასზე ორი წლით პატარაა.