ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ ავსტრალიის ღია პირველობაზე გაიმარჯვა. ყველაზე მაღალშემოსავლიანმა ქალმა ათლეტმა ჯენიფერ ბრეიდი დაამარცხა და რამდენიმე მილიონიც მიიღო ჯილდოდ.
23 წლის ოსაკამ ზედიზედ ექვს მატჩში მოიპოვა გამარჯვება. ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის (WTA) მიხედვით, იაპონელმა სპორტსმენმა რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ამჟამად იგი მხოლოდ ეშლი ბარტს ჩამორჩება.
ნაომი ოსაკა ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა ფინალში ამერიკელ ჯენიფერ ბრეიდს შეხვდა. დამარცხების შემდგომ, ბრეიდმა მოწინააღმდეგეზე თქვა: „იმედი მაქვს, ახალგაზრდა გოგონები სახლიდან უყურებენ და შთაგონებას იღებენ იმისგან, რაც მან (ნაომიმ) გააკეთა.“
Forbes-ის მიხედვით, იაპონელი ნაომი ოსაკა ნებისმიერი დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი სპორტსმენია. მას, მხოლოდ ტურნირებსა და ჩემპიონატებზე მონაწილეობით, 37.4 მილიონ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამომუშავებული. ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვებისათვის კი 2.1 მილიონი დოლარით დაჯილდოვდა.