Ford Motor ვარაუდობს, რომ 2030 წლისთვის ევროპაში მხოლოდ ელექტრომობილებს გაყიდის

Photo Credits to Ford Media Center

Ford Motor გერმანიის ქალაქ კიოლნში ელექტრომობილების საწარმოში, 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას განიხილავს. კომპანიის განცხადებით, 2030 წლისთვის ელექტრომობილები ექსკლუზიურად ევროპასა და დიდ ბრიტანეთში გაიყიდება, სავარაუდო ვადები კი შემდეგნაირად განისაზღვრება:

  • Ford Motor–ის კიოლნის საწარმო, კომპანიის პირველი ელექტრომობილების სადგური ევროპაში, 2023 წელს დაიწყებს ელექტრომობილების, მათ შორის Mustang Mach-E– ს გამოშვებას;
  • 2026 წლისთვის მსუბუქი ავტომობილის ყველა მოდელს, რომელსაც Ford ყიდის კონტინენტზე, ექნება ელექტრო ან plug-in ჰიბრიდული ვერსიები;
  • ფორდმა განაცხადა, რომ 2024 წლისთვის, მისი კომერციული მანქანები, მათ შორის Transit van და Ranger pick-up სატვირთო მანქანა, იქნება სრულიად ელექტრიფიცირებული ან plug-in ჰიბრიდული სახის. გარდა ამისა, კომპანიაში არსებობს მოლოდინი, რომ 2030 წლისთვის, Ford-ის მიერ ევროპაში რეალიზებადი კომერციული მანქანების ორი მესამედი სრულიად ელექტრიფიცირებული ან plug-in ჰიბრიდული  სახის იქნება;

ფორდის გადაწყვეტილება ერთ-ერთი უახლესია, ცვლილებების შესახებ დაპირება ბევრმა სხვა კომპანიამაც გასცა. შვედეთის Volvo-მ, რომელიც ფორდთან შედარებით მცირე რაოდენობის ავტომობილებს უშვებს, გასული წლის დეკემბერში განაცხადა, რომ 2030 წლისთვის მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე იმუშავებს. გარდა, ამისა Ford–ის მთავარმა კონკურენტმა General Motors–მა იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ 2035 წლისთვის, მხოლოდ გამონაბოლქვისგან თავისუფალ მანქანებს გაყიდის. ამ თვის დასაწყისში თავად ფორდმა განაცხადა, რომ 22 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს გლობალური ელექტრული ავტომობილების პროგრამაში.

ტრანსფორმაციის სიჩქარე, General Motors-სა და Ford-ში, ხაზს უსვამს რევოლუციას ავტომობილების სექტორში, რომლისკენაც ევროკავშირის სხვადასხვა მარეგულირებლები უბიძგებენ, რათა მსოფლიოში გამონაბოლქვი და გლობალური დათბობის გავლენა შემცირდეს.