ევროკავშირის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის, ამ პოზიციას დღეს ჩინეთი იკავებს. ქვეყანამ მოახერხა და მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისა, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები გააფართოვა.
2020 წელს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ტრანზაქციების ჯამური ღირებულება 709 მილიარდი აშშ დოლარი იყო, ხოლო ევრო-გაერთიანების იდენტური მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებთან 671 მილიარდ აშშ დოლარს უდრიდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაში იყო, თუმცა მათ ეს პრობლემები დროულად მოაგვარეს და ევროკავშირის მოთხოვნები მარტივად შეასრულეს.
2020 წელს ჩინეთი ერთადერთი ქვეყანა იყო, რომლის ეკონომიკაც პანდემიამ არ დააზარალა. Eurostat-ის მონაცემების მიხედვით, ჩინეთიდან იმპორტი 5.6%-ით, ხოლო ევროკავშირიდან ექსპორტი 2.2%-ით გაიზარდა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტი 13.2%-ით შემცირდა, ხოლო ექსპორტი – 8.2%-ით.
ჩინეთი და ევროკავშირი აპირებენ სავაჭრო ურთიერთობა უფრო გააფართოვონ და, ამავდროულად, გაზარდონ ინვესტიციები. ეს ყოველივე ევროპულ ქვეყნებს დაეხმარება ჩინურ ბაზარზე წვდომა ადვილად მოიპოვონ.