მსოფლიოში უდიდესი სიმდიდრის ფონდი მოუწოდებს ფირმებს მეტი ქალი აიყვანონ საბჭოებში

მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი – „ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდი“, რომელიც მსოფლიოს დაახლოებით 9200 კომპანიაში ფლობს წილს და ოსლოს ოფისიდან 1.3 ტრილიონ დოლარს აკონტროლებს, აცხადებს, რომ კომპანიებმა, სადაც ის ინვესტიციებს ახორციელებს, უნდა დაიწყონ მრავალფეროვნების მიზნების დასახვა, განსაკუთრებით კი მიაღწიონ გენდერულ თანასწორობას.

Photo Credits to Odin Jaeger/Bloomberg

ნორვეგიის ფონდის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, იმ ფირმებში, სადაც დირექტორი ქალების რიცხვი 30%-ზე ნაკლებია უნდა განისაზღვროს ახალი გენდერული კვოტები და გაიზარდოს საბჭოებში ქალების რაოდენობა, რათა დასრულდეს კორპორატიულ საბჭოებში ქალების „მუდმივი არასაკმარისი წარმომადგენლობა“.

ნიკოლაი ტანგენმა, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ნაკლები ქალის ყოლა „შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ საბჭო ძალზედ ვიწროდ აკომპლექტებს მის გუნდს და არ აქვს მკაფიო ხედვა კომპეტენციებსა და სამუშაო გამოცდილებებზე, რაც საჭიროა ეფექტურობის მისაღწევად.“

„მრავალფეროვნება კარგია საბჭოსთვის, რადგან მას უკეთესი პერსპექტივა მოაქვს, ის ასევე კარგია გადაწყვეტილებების მისაღებად და ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიების ლეგიტიმურობისთვის,“ – თქვა სმიტ იჰენაჩომ, ფონდის მართვისა და კომპლაენსის მთავარმა ოფიცერმა.

„გლობალურად, კომპანიების საბჭოების 17%-ს გუნდში არ ჰყავთ ქალი…ყველა ქვეყანაში არის იმის პრობლემა, რომ ზოგადად, ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი და ამიტომ ჩვენ გვაქვს ეს გარკვეული მიზანი“.